21 იანვარს, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში, გაიმართა Tbilisi GTUG-ის პირველი ივენთი – Google, GTUG and Rock & Roll Tbilisi, რომელსაც 100-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მათ შორის სტუდენტები, ოლიმპიადის მონაწილეები და უბრალოდ Google-ის ტექნოლოგიებით დაინტერესებული ხალხი. დამატებითი ინფორმაცია შეხვედრის შესახებ იხილეთ Tbilisi GTUG-ის ბლოგზე: Tbilisi GTUG Blog
Google, GTUG and Rock & Roll Tbilisi
Tbilisi GTUG
გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მალე საქართველოში იგეგმება GTUG-ის თბილისის Chapter-ის მოწყობა. GTUG, ე.წ. “ჯიტაგი” არის გუგლის ტექნოლოგიების/სერვისების/პროდუქტების იუზერებისა და დეველოპერების ქომიუნითი. ლოკალური ჯიტაგ ქომიუნითები შექმინილია დაახლოებით 90 ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ჯიტაგის მთავარი ხიბლი ისაა, რომ:
1. ხელს შეუწყობს გუგლის ტექნოლოგიებითა და მათი დეველოპმენტით დაინტერესებული ადამიანების შეკრებას, გაცნობას, ინტერაქციას, იდეების გაცვლას.
2. ხელს შეუწყობს საქართველოში ანდროიდისა და გუგლის სხვა პროდუქტების დეველოპმენტის პოპულარიზებას.
Tbilisi GTUG-ის მიზანია ძლიერი ქომიუნითის შექმნა, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება უამრავი საინტერესო ივენთი, შეკრება, შეჯიბრება ( მათ შორის ჰაკათონიც).
სიახლეების შესახებ შეიტყობთ Tbilisi GTUG-ის გვერდზე: T B I L I S I GTUG
რას ფიქრობთ ამ პროექტის თაობაზე?
Facebook Vs Google – რომელი უფრო დაცულია?
ცხადია ყველამ იცის, რომ გუგლი ცხდილობს საკუთარი სოციალური ქსელის გაშვების შემდეგ ფეისბუკის დაწევას და გასწრებას. საინტერესოა გავიგოთ მათ შორის სად უფრო დაცულია ინფორმაციის გადაცემა და პირადი სივრცე.რა თქმა უნდა, ორივე მათგანს გააჩნია უსაფრთხო და თითქმის იდენტური პროტოკოლები, თუმცა მაინც არსებობს მათ შორის პატარა განსხვავებები. მაგალითად, ექაუნთის გაუქმების შემდეგ, გუგლი 18 თვის განმავლობაში მაინც ინახავს თქვენს შესახებ ინფორმაციას. ფეისბუკისგან განსხვავებით, გუგლი ასევე ავტომატურ რეჟიმში სთავაზობს მომხმარებელს HTTPS პროტოკოლს (ინფორმაციის დაცული გადაცემა) – ფეისბუკზე კი მომხმარებელი თავად ირჩევს HTTP სურს თუ HTTPS. ეს ალბათ იმით არის განპირობებული, რომ ფეისბუკის ყველა აპლიკაცია არ მუშაობს HTTPS მოდელზე.
ახლა კი წარმოგიდგენთ სტატისტიკას: Facebook Vs Google
ძველი ტვიტერი მალე სამუდამოდ გაქრება
გავრცელდა ოფიციალური განცხადება იმის თაობაზე, რომ ძველი ტვიტერი ამ კვირაში სამუდამოდ შეწყვეტს არსებობას, ხოლო ის ხალხი, ვინც ჯერ კიდევ ძველ ტვიტერს იყენებს, ავტომატურად გადავა ახალ ინტერფეისზე.
ახალი ტვიტერი მომხმარებელმა რამდენიმე თვის წინ “გასინჯა”. თუმცა ყველას ჰქონდა არჩევის უფლება, ძველით ესარგებლა თუ ახლით. როგორც გაირკვა, მალე ყველას მოუწევს ახალ ტვიტერზე გადართვა, უნდა ეს თუ არა.
ოფიციალურ ტვიტში ნათქვამია:
“If you’re currently using Old Twitter, we want to let you know that you’ll be upgraded to New Twitter this week.”








