Home » ბლოგების/საიტების ანალიზი » ბლოგების მიმოხილვა: კნუტის ბლოგი

ბლოგების მიმოხილვა: კნუტის ბლოგი

სტატისტიკა:

ბლოგის მისამართი: www.knuti.wordpress.com

ავტორი: მანანა ხოხაშვილი a.k.a  ”კნუტი

ბლოგი შეიქმნა: 2009 წელს

ტექნიკური მხარე:

ძრავი: ვორდპრესი ( WP.com ) – ეს არის ვორდპრესის უფასო ვერსია. ანუ wordpress.com და არა  wordpress.org.WP.com-ი მრავალმხრივ შეზღუდულია. მაგალითისთვის პლაგინების არარსებობაც კმარა. ავტორს ვურჩევდი ცალკე დომეინი აეღო და wordpress.org-ით ესარგებლა.

Pagerank: 1 - არც თუ ისე სახარბიელო რეზულტატია. მით უფრო მაშინ, როცა ბლოგი 2009 წლიდან არსებობს. ორწლიანი მოღვაწეობის პერიოდში უკეთესი შედეგის მიღწევაც შეიძლება. თუმცა, როგორც ჩანს, ავტორი ნაკლებად ფიქრობს ბლოგის ტექნიკურ მხარეზე. ჩემი რჩევა იქნებოდა ცოტა უფრო მეტი ეზრუნა ავტორს ამაზე. ეს გარკვეულწილად გაზრდიდა ტრაფიკს მის ბლოგზე.

Permalink structure: Day and Name [http://knuti.wordpress.com/2010/12/20/andreabocelli]. ეს ლინკ სტრუქტურა ხშირად გამოიყენება. თუმცა უბრალოდ აღვნიშნავ, რომ სჯობს Custom Structure და %postname% იყოს არჩეული. ეს SEO-სთვის ყველაზე ხშირად გამოყენებული და რეკომენდებული ლინკ სტრუქტურაა.

უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა: საშუალოდ 60-70 დღეში. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოსტის დაწერის დღეს, ანუ მაშინ როდესაც ბლოგი აქტიურია, ეს რაოდენობა, რა თქმა უნდა, მატულობს.

პოსტების რაოდენობა: 155

იმეილ გამოწერა: შეგიძლიათ ბლოგის პოსტები იმეილზე გამოიწეროთ და ყოველი ახალი პოსტი იმეილზე მოგივათ.

ბლოგის თემატიკა

ბლოგს არ გააჩნია რაიმე კონკრეტული მიმართულება. იგი პერსონალური ხასიათისაა და შეიძლება ითქვას ავტორის დღიურის ელექტრონულ ვერსიას მოგაგონებთ. ბლოგზე შეხვდებით კნუტის შეხედულებებს სხვადასხვა საკითხებზე, რომლებსაც შეგიძლიათ დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ.

მე ვთვლი, რომ არ მაქვს უფლება ბლოგის შინაარსზე ვისაუბრო. მისი განსჯა თქვენთვის მომინდია. ერთი კი შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ქართული ბლოგის წაკითხვა ღირს, რადგან ეს ძალიან დიდი სტიმულია ბლოგერებისთვის და თქვენი ერთი კომენტარიც კი მათთვის ბევრს ნიშნავს.

პ.ს. თუ რამე უზუსტობას შეამჩნევთ, ბოდიშს ვიხდი. შემატყობინეთ და აუცილებლად შევასწორებ.

პ.ს.ს. ბლოგს მეტ მკითხველს და ბევრ საინტერესო პოსტს ვუსურვებ 2011-ში !

კითხულობ კნუტის ბლოგს?

View Results

Loading ... Loading ...

12 Responses

  1. :oops: :oops: :oops: გავწითლდი :oops: :oops:

    ტექნიკურ მხარეს მართლა ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას… უბრალოდ არ ვიცი და იმიტომ :razz:

    მადლობა რჩევებისთვის, გავითვალისწინებ :*

    • B3KA says:

      ხო და რომ არ იცი ესტუმრე ხოლმე blogging.ge-ს და ისწავლი :wink:
      წარმატებები ! !

  2. vasasi says:

    ჩემსას ველოდები.. :roll:
    :ხერხემალი:

  3. პანსა says:

    გილოცავთ ახალ წელს!

    “Permalink structure: Day and Name [http://knuti.wordpress.com/2010/12/20/andreabocelli]. ეს ლინკ სტრუქტურა ხშირად გამოიყენება. თუმცა უბრალოდ აღვნიშნავ, რომ სჯობს Custom Structure და %postname% იყოს არჩეული. ეს SEO-სთვის ყველაზე ხშირად გამოყენებული და რეკომენდებული ლინკ სტრუქტურაა.”

    საიდან უნდა შეიცვალოს ვერ მივხვდი..

  4. Devi says:

    და სტატისტიკა რატომ ჰქვია პირველ განყოფილებას სათაურად?

    • gtkesh says:

      რა უნდა ერქვას? :)

    • gtkesh says:

      სტატისტიკა და თემატიკა არის თემის ორი მთავარი ნაწილი. ტექნიკური მხარე, სტატისტიკის შიდა პარამეტრია : )

  5. პანსა says:

    კი მაგრამ ეგ სისტემა უფასო ბლოგს არ აქვს… : (

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

© ყველა უფლება დაცულია BLOGGING.GE 2010