რა არის ვლოგი და რა არის ვლოგინგი (ვიდეო ბლოგინგი) ?
იმისათვის რომ გავიგოთ რა არის ვლოგი – უნდა ვიცოდეთ თუ რა არის ბლოგი.
ბლოგი ჩვეულებრივ წარმოადგენს ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ წარმოებულს ვებ-საიტს, რეგულარული ჩანაწერებით, რომლებიც აღწერენ სხვადასხვა მოვლენებს ან/და შეიცავენ გრაფიკულ-ვიდეო-აუდიო მასალას. ჩანაწერები როგორც წესი განლაგებულია უკუქრონოლოგიურად. (წყარო: ვიკიპედია)
ვლოგი კი ისეთი ბლოგია, რომელიც შეიცავს ვიდეო მასალას, იქნება ეს ვიდეო ტუტორიალები, თუ ვიდეო რეპორტაჟები.
უნდა აღინიშნოს, რომ ვლოგინგი უკვე აპრობირებულია ჟურნალისტიკაში და იძლევა საშუალებას ტრადიციული მედიისგან პარალელურად, ყველანაირი ცენზურის გარეშე გაშუქდეს მოვლენები. მაგალითისთვის, თვეების წინ ირანში, დაპირისპირების დროს, როდესაც საქმე ლამის სამოქლაქო ომამდე მივიდა, რიგითი ირანელები YouTube-ის საშუალებით აუწყებდნენ დანარჩენ მსოფლიოს იქ მიმდინარე მოვლენების შესახებ და ეს ძალიან კარგად გამოიყენეს ისეთმა ტელეკომპანიებმა, როგორებიც არიან CNN და BBC. მათ ბრექინგ ნიუსებში მუდმივად ტრიალებდა სამოყვარულო კამერითა და მობილურით გადაღებული სიუჟეტები, რომლებიც ატვირთული იყო იუთუბზე, და რომელთაც შემდგომი დღეების განმავლობაში მილიონობით ვიზიტორი ჰქონდათ.
ასე რომ ვიდეო ბლოგინგი, შეიძლება ითქვას, არის ალტერნატიული მედია, რომლის აქტიურად გამოყნება ძალიან სასიკეთო შეიძლება აღმოჩნდეს როგორც ჟურნალისტიკის, როგორც ასეთის, ისე სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში, რადგან ვლოგებით ადამიანებს აქვთ საშუალება მიიღონ გადაუმუშავებელი, ყოველგვარი ცენზურისაგან თავისუფალი ინფორმაცია.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, თუ როგორ შეიძლება ვაწარმოოთ ვიდეო ბლოგინგი და რა არის ამისათვის საჭირო, ამას ახლავე გაიგებთ.
თავისთავად ვიდეო ბლოგის გაკეთება 5 წუთის საქმეა. მთავარია როგორ და რა ტიპის ვიდეოებს განვათავსებთ ვლოგზე და რამდენად ახალი და ღირებულია ეს საზოგადოებისთვის.
ვლოგინგისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ:
ვიდეო ბლოგინგის პრინციპი მარტივია: თქვენ გადაიღებთ ვიდეოს, ტვირთავთ ან YouTube-ზე ან Vimeo-ზე და შემდეგ იქ მოცემულ Embed Code-ს ჩააკოპირებთ პოსტში HTML განყოფილებაში, რათა ეს კოდი წაიკითხოს საიტმა. ეს კოდი არ უნდა ჩასვათ Visual განყოფილებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კოდი არ იქნება წაკითხული და თქვენი ვიდეოც არ გამოჩნდება.
როგორ ავტვირთო ვიდეო YouTube-ზე?
პირველ რიგში ჩვენ უნდა დავრეგისტრირდეთ YouTube-ზე. შემდეგ Upload, შემდეგ დავინახავთ ორ ვარიანტს: Upload Video or Record from webcam – თუ ვიდეო უკვე ჩაწერილი გაქვთ, მაშინ პირველს ირჩევთ, თუ გსურთ რომ პირდაპირ, ლაივ რეჟიმში ჩაიწეროს თქვენი ვიდეო და თან ატვირთოთ, მაშინ ირჩევთ მეორეს. თუმცა გირჩევთ რომ ჯერ გადაიღოთ ვიდეო, დაამუშავოთ და მერე ატვირთოთ.
როდესაც ავირჩევთ პირველ ვარიანტს (Upload Video) გამოვარდება ფანჯარა, სადაც უნდა მოვძებნოთ ჩვენი სასურველი ვიდეო, რისი ატვირთვაც გვსურს, მოვნიშნავთ და ვაჭერთ Open-ს.
შემდეგ უკვე უნდა დაელოდოთ როდის აიტვირთება თქვენი ვიდეო. ხოლო შემდეგ უნდა შეავსოთ Video information and privacy settings.
Title: სათაური
Description: თქვენი ვიდეოს აღწერა
Tags: ტეგები – საკვანძო სიტყვები, რომელებიც თქვენს ვიდეოს უკავშირდება.
Category: კატეგორია
Privacy: აქ აირჩიეთ Public (anyone can search for and view – recommended) – რათა ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს თქვენი ვიდეო. და შემდეგ Save Options
სულ ეს არის. თქვენი ვიდეო უკვე ატვირთულია და 2-3 წუთი დაჭირდება იმას, რომ ყოველგვარი პრობლემების გარეშე შეძლონ თქვენი ვიდეოს ნახვა.
თქვენ ისღა დაგრჩენიათ ეს ვიდეო განათავსოთ თქვენს ბლოგზე/ვლოგზე. ზემოხსენებულის შევსების შემდეგ, ქვემოთ ვნახავთ Sharing options-ს, სადაც არის URL და Embed კოდი. მონიშნავთ Embed კოდს და როგორც უკვე გითხარით ჩასვამთ თქვენს ბლოგზე, New Post-ში და Visual/HTML განყოფილებებიდან ამ უკანასკნელში.
Vimeo-შიც დაახლოებით ანალოგიურად ხდება ყველაფერი. პრინციპი ყველგან იგივეა.
რაც შეეხება ატვირთვამდე ვიდეოების დამუშავების პროცესს, ეს საკმაოდ შრომატევადი რამ გახლავთ და შეიძლება დიდი დროც წაიღოს, გააჩნია რა ხარისხის და როგორი ეფექტების მქონე ვიდეოს გაკეთება გსურთ. სოფტებიდან ყველაზე მეტად გირჩევთ Camtasia Studio-ს, რომელსაც აქვს ფუნქცია გადაუღოს თქვენი კომპიუტერის სქრინს, პარალელურად ჩაიწეროს ხმა და აქვს ვიდეოს რედაქტირებისთვის მრავალი სასარგებლო ფუნქცია, რაც ძალიან გამოგადგებათ იგივე ტუტორიალების გასაკეთებლად.
იმედია საინტერესო ინფორმაცია იყო. გისურვებთ წარმატებას ვლოგინგში !







[...] This post was mentioned on Twitter by Gocha Gabodze and Giorgi Tkeshelashvil. Giorgi Tkeshelashvil said: ვიდეო ბლოგინგი – http://bit.ly/fRtVdE [...]