Rss Feed
Tweeter button
Facebook button
Myspace button
Linkedin button
Delicious button
Digg button

რა არის RSS?

Posted by admin | Posted in სასარგებლო რჩევები | Posted on 24-04-2010

2

ბევრმა არ იცის რა არის RSS. ცოტა ხნის წინ ქართულ ვიკიპედიაშიც გაიხსნა გვერდი RSS-ის შესახებ, სადაც მწირი, მაგრამ მაინც გასაგები ინფორმაციაა განთავსებული.

უნდა აღინიშნოს, რომ  RSS ძალიან სასარგებლო რამ გახლავთ და მისი არხი საჭიროა რომ იყოს თქვენს ბლოგზე.

რა არის RSS?

RSS (იშიფრება როგორც “Really Simple Syndication” ან “Rich Site Summary“) არის გადამისამართება XML ფორმატში შექმნილი სპეციალური ვებ არხი, რომელიც გამოიყენება საიტის განახლებების გადასაცემად. ეს შეიძლება იყოს ახალი სტატია ბლოგზე, სიახლე, კომენტარი და ა.შ. მონაცემი შეიცავს როგორც ამ სიახლის სათაურს და ტექსტს, ისე მის მეტა მონაცემებს – გამოქვეყნების თარიღს, ავტორს და ა.შ. მისი საშუალებით მარტივად შეიძლება გავიგოთ არის თუ არა საიტზე რაიმე სიახლე.

  • RSS იშიფრება, როგორც ნამდვილად უბრალო სინდიკაცია(Really Simple Syndication)
  • RSS საშუალებას გვაძლევს გავაკეთოთ ჩვენი ვებ გვერდის შემცველობის სინდიკაცია
  • RSS განსაზღვრავს ადვილ გზას სათაურების და შემცველობის გამოსაქვეყნებლად და სანახავად
  • RSS ფაილები ავტომატურად ახლდება
  • RSS საშუალებას გვაძლევს გამოვიწეროთ სხვადასხვა ვებ გვერდების შემცველობა
  • RSS იწერება XML-ზე

მნიშვნელოვანია, რომ თქვენ გქონდეთ  RSS არხი ბლოგზე, რადგან ბევრს ურჩევნია გამოიწეროს სხვადასხვა ბლოგების სიახლეები და კომენტარები, ვიდრე სათითაოდ დაიაროს ბლოგები და დაკარგოს მეტი დრო. ასე რომ, შეუქმენით თქვენს მკითხველს მეტი კომფორტი, მით უფრო მაშინ, როცა ეს ასე ადვილია.

უფრო დაწვრილებით შეგიძლიათ ინგლისურენოვან ვიკიპედიაზე იხილოთ: RSS

Share and Enjoy:
  • Print
  • Digg
  • StumbleUpon
  • del.icio.us
  • Facebook
  • Yahoo! Buzz
  • Twitter
  • Google Bookmarks
  • Google Buzz
  • LinkedIn
  • PDF
  • RSS
  • Technorati

Comments (2)

ჩემი რჩევა იქნება, რომ ბლოგზე, სურათებს ლინკი “მოუსპო”…. უშნოდ არის რომ დააჭერ

ოკეი

Write a comment