Home » Google / გუგლი » აუცილებელია თუ არა სეო პლაგინების დაინსტალირება ვორდპრესსზე ?

აუცილებელია თუ არა სეო პლაგინების დაინსტალირება ვორდპრესსზე ?

დიახ,ყველა საიტი იყენებს სეო პლაგინებს,მაგრამ ეს არ კმარა! საიტს სრული ოპტიმიზაციისათვის ესაჭიროება გამართული, სეო-მეგობრული თემა (დიზაინი).

როგორიც არ უნდა იყოს თქვენი დიზაინი აუცილებლად უნდა დააინსტალიროთ ეს პლაგინები :

Site Map

ამ სახის პლაგინები ასკანერებენ საიტს და ქმნიან xml გვერდს სადაც თავმოყრილია მთელი საიტი. საძიებო სისტემების ბოტები სწორედ ასე ასკანერებენ საიტს. მოკლედ საიტის რუკა იქმნება ბოტებისთვის და წარმოადგენს ქსელს სადაც ყველაფერი ერთადაა. ასე ხდება საიტის სრული და სწრაფი ინდექსაცია.

ძირითადი სეო პლაგინი

ასეთი პლაგინებიდან ყველაზე პოპულარულია პლაგინი სახელად : “All In One SEO Pack”.

ის ერგება ყველა დიზაინს და მაქსიმალურად აძლიერებს სწრაფად და ხარისხიანად ინდექსაციას. თქვენ უბრალოდ უნდა მიუთითოთ მეტა ტეგები და სათაურები. პლაგინის მექანიკურად გამოყენებაც არის შესაძლებელი, ანუ თქვენ შეგიძლიათ ხელით შეცვალოთ სასურველი ტეგი ან სათაური. ავტომატური რეჟიმიც სრულიად მისაღებია. ის თავიდან იცილებს მსგავის სათაურის მქონე სიახლეებს, ასე რომ თქვენ მუდამ გექნებათ უნიკალური სტატიები ინდექსაციაშია.

თუ თქვენ სეოთი მეტად ხართ დაინტერესებული  სასურველია დააინსტალიროთ Platinum SEO Plugin-ი. მისი ფუნქციები აღემატება ზემოთ ნახსენები პლაგინის ფუნქციებს.

SEO Slugs

ერთ-ერთი მარტივი სეო პლაგინი ვორდპრესსისათვის, ის თქვენ უბრალოდ უნდა დააინსტალიროთ და მიუშვათ სამუშაოდ. ის ასუფთავებს გვერდებს/პოსტებს ზედმეტი სიტყვებისგან და უფრო ნათელს ხდის ლინკს (ლინკში კარგად გამოჩნდება კეივორდი).

SEO Smart Links

პლაგინი ავტომატურად ასკანერებს შემომავალ და გამავალ ლინკებს. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ და დაარედაქტიროთ თქვენი კეივორდები და ლინკები მარტივად. ასევე იხილოთ ლინკების რაოდენობა.

მოგეხსენბათ,რომ კონტენტი ყველაზე მნიშვნელოვანია, ასე რომ თქვენი კონტენტი უნდა იყოს უნიკალური და კეივორდზე ოპტიმიზირებული. (თქვენ სტატიაში სასურველი კეივორდი უნდა გამოიყენოთ 2.5% -ით. ამ საქმისათვისაც არსებობს პლაგინი სახელად :

SEOPressor

ეს პლაგინიც როგორც ყველა ასკანერებს უკვე შექმნილ გვერდს/სტატიას და გაძლევთ რჩევებს. თუ თქვენ გაითვალისწინებთ ამ პლაგინის რეკომენდაციებს ნამდვლიად სწრაფად ნახავთ შედეგს.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

© ყველა უფლება დაცულია BLOGGING.GE 2010