ყველა გამოცდილი ბლოგერი რეკომენდაციას უწევს ვორდპრესს ან ბლოგსპოტს, მაგრამ ვისაც თამბლერთან მუშაობის სიამოვნება ჰქონია დაუფიქრებლად გირჩევთ მის გამოყენებას.
თამბლერს აქვს უამრავი უფასო თემა
თამბლერს აქვს ადგილი სადაც აუცილებლად აღმოაჩენთ სასურველ დიზაინს, მას თემების ბაღი ეწოდება. იქ განთავსებულია პოპულარული,ფასიანი (ცალკე კატეგორიაა) და დახვეწილი დიზაინები. თქვენ ასევე შეგიძლიათ დააყენოთ თქვენი შექმნილი თემა.
მარტივი და მძლავრი
თამბლერი დახვეწილი და ფუნქციურად დატვირთული ბლოგ პლატფორმაა. მის ბლოგზე ატვირთული ფოტო კონფიგურირდება თამბლერის მიერ და თქვენს გვერდზე ფოტო მაქსიმალურად მაღალი ხარისხით გამოქვეყნდება. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ პოსტები საკუთარი მეილიდან ან დაურეკოთ თამბლერს და სიტყვიერად უთხრათ ის, რისი გამოქვეყენბაც გსურთ. თამბლერის გამოყენება ყველას შეუძლია, არ საჭიროებს ტექნიკური ბრძანებების სწავლას. აქ მარტივია ფოტოს,ვიდეოს,ტექსტის ან სლაიდ შოუს გამოქვეყნება.
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი დომეინი
თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თამბლერის დომეინი თქვენი საკუთარით. ასე თქვენი ბლოგი უფრო პროფესიონალური გახდება.







აჰა როგორც იქნა დამიყოლიეთ
. http://daviti.tumblr.com/
მაგრამ “ვიდგეტების” ფუნქციას რა ანაცვლებს?
იქნებ გამარკვიოთ
http://www.blogging.ge/1711-tumblr-dashboard/ ეს არის რაც თამბლერს შეუძლია
იგი იმითაა მომხიბვლელი, რომ არ არის არაფერი “ზედმეტი”.. ანუ Simple მიკრობლოგინგის პლატფორმაა რა.. : )
ეხა როგორც გამაკეთებინეთ ისე დამეხმარეთ აბა რა გეგონათ.:D აი გვერდებში ფბს ფანჯარა როგორ გავაკეთო? ან რამეს რო ვწერ ვერც კატეგორიას ვუთითეფ ვერაფერი ვერ დადებთ ახსნებს?
“Goodies – ეს აპლიკაციების კატალოგია, სადაც იპოვნით თამბლერის
პროგრამას iPhone-სათვის, BlackBerry-სათვის, Android-სათვის, ასევე Facebook-ისა, თუ Twitter-ის აპლიკაციებს + ასევე, გაიგებთ, როგორ დაა-”Backup”-ოთ თამბლერი.
Text, Photo, Quote, Link, Chat, Audio და Video გაძლევთ საშუალებას კონტენტის მიხედვით დაახარისხოთ სასურველი გამოქვეყნება. ამით საქმეს იადვილებთ არა მარტო თქვენ, არამედ, თქვენს მიმდევრებსა და სტუმრებსაც. აგრეთვე, შინაარსის მიხედვით განსხვავდება მათი დიზაინიც.”
ამონარიდი : http://www.blogging.ge/1711-tumblr-dashboard/ -დან
ძალიან გთხოვთ ვინმემ დადეთ რა ბლოგერზე კატეგორიები როგორ კეთდება
ვერ გავუგე
აუცილებლად დავწერ !
დიდი მადლოველი დაგრჩები
როგორ შევქმნათ ახალი კატეგორია ბლოგერში
1. შედი ბლოგერზე
2. გაიარე ავტორიზაცია
3. შედი ბლოგის ნახვაში (View Blog)
4. დააკლიკე ზედა მარჯვენა კუთხეში არსებულ ღილაკს Customize-ს
5. Template ტაბის ქვემოთ Page Elements-ში თქვენ ნახავთ ბლოგის layout-ს
6. დააკლიკე გვერდის ელემენტის დამატებას (Add A Page Element) შაბლონის ფარგლებში.
7. როდესაც ფანჯარა ამოხტება, შეარჩიე კონტენტი სიიდან.
გაითვალისწინეთ :
დააკლიკეთ ხატულებს,რომ ნახოთ თითოეული სიახლე.
თუ დაგჭირდებათ დახმარება, არ მოგერიდოთ გამოიყენეთ საიტზე არსებული HELP ფუნქცია.
საიტზე კატეგორეიბის გამოჩენაზე დავწერ ახლო მომავალში. რამოდენიმე ხერხი არსებობს მათი გამოჩენის და ინდექსაციისთვის !
Customize და დანარჩენები ვერ ვუპოვე
აუ დასურათებულად დადე რა თUარ შეწუხდები
მეც მაგრად მომწონს ეგ ზრავა, მაგრამ არ ვიცოდი ტელეფონის საშვალებით თუ შეიძლებოდა პოსტის დადება. მაგარია და ეგ როგორ უნდა გავაკეთოთ ისე
http://machi.marto.in/ ჩემი თამბლერი