საკუთარი დომეინის მიბმა Gmail-ზე
Posted by admin | Posted in Google / გუგლი, სასარგებლო რჩევები | Posted on 19-07-2010
11
დომეინის GMAIL-ზე მიბმის 2 გზა არსებობს:
1. Google Apps For Business-ის დახმარებით, რომელიც განხილულია ლანდიშას ბლოგზე.
2. მეილის უბრალოდ Pop3-ით იმპორტირება GMAIL-ზე.
ჩვენ განვიხილავთ მეორე გზას, რომელიც პირველზე მარტივია.
მაშ ასე, ჩვენს სერვერზე cPanel-ში და ქმნით სასურველ იმეილს.

მაგალითად:

შემდეგ უკვე შევდივართ ჩვენს GMAIL-ზე. შემდეგ ზემოთ, მარჯვენა კუთხეში ვხედავთ Settings-ს და შევდივართ. მერე Accounts and Import და აქ ვნახავთ Check mail using POP3-ს.

Check mail using POP3:
აქ ვნახავთ ღილაკს წარწერით: Add POP3 email account
ამ ღილაკზე დაჭერის შემდეგ გამოვარდება ფანჯარა:

Example: gtkesh@blogging.ge
ჩაწერთ იმეილს, რომლის GMAIL-ში იმპორტირებაც გსურთ და აჭერთ Next Step-ს.
შემდეგ თქვენ უკვე უნდა მიუთითოთ ჩასაიმპორტებელი იმეილის პარამეტრები:
აქ ყურადღებით ჩაწერთ ყველაფერს და ქვემოთ შეამჩნევდით ჩამონათვალს.

აქედან გირჩევთ მონიშნოთ პირველი და მესამე.
- 1. შეტყობინება პარალელურად ინახება როგორც სერვერზე, ისე GMAIL-ში. ანუ თავს იზღვევთ წერილის დაკარგვისაგან.
- 3. ამ კონკრეტული იმეილიდან იმპორტირებულ შეტყობინებებს ექნებათ პატარა
იარლიყი, რომ ისინი ამა და ამ იმეილიდან იმპორტირდება.
ამ ყველაფრის შევსების შემდეგ ვაჭერთ Add account-ს.
რამოდენიმე წუთში მიიღებთ Verification Email-ს, სადაც კოდი ეწერება. ამ კოდს დააკოპირებთ და ჩასვმთ შემდეგ ფანჯარაში ( თუ მოგთხოვათ დადასტურება, მაშინ დამატებით ფანჯარას ამოგიგდებთ, სადაც ეს კოდი უნდა ჩაწეროთ).

Verification Code Example
ეს არის და ეს . . .















და პირველი, რომ არ მონიშნო, ძველ სერვერზე არ შეინახავს წერილის ასლს?
@Landish -> არა, არ ინახავს.
ისე, სათაური “დომენის გმაილზე მიბმა” არაა მაინცდამაინც სწორი ტერმინი, დომენს არ აბამ გმაილზე.
ჰმმ.. მგონი მაინც კი… : )
Hostmonster-ზე ვცადე ეხლა, და შეინახა…
კომისია,
მართალი ხარ.. : )
ანუ ინახავს თუ არ ინახავს
?
კომისია უკეთესი სათაური შემოგვთავაზე : )
და მართლა დამაბნიეთ ახლა მეც ინახავს თუ არა..
თუ მონიშნავ, ინახავს და თუ არადა არა? : )
არა, არ ინახავს
თუ მონიშნავ, მაგ შემთხვევაში შეინახავს
gmail–ზე წერილი მოვიდა ნახევარი საათის შემდეგ ,შეიძლება თუ არა checking დროის სემცირება შემცირება ?
Check mail using POP3-ი მონახე სეთინგებში და ჩექ მეილს დააჭირე… სხვანაირად არამგონია…
ეგ ეგრეა , მაგრამ აუტოჩეკს საათში ერთხელ აკეთებს, ვინმემ ხომ არ იცით მიბმის მეორე ვარიანტის შემთხვევაში როგორ ხდება