დღეისათვის ინტერნეტში უამრავი ბლოგგინგ-პლატფორმა არსებობს. მე წარმოგიდგენთ 9 ყველაზე მოთხოვნად ბლოგ პლათფორმას და მცირე ისტორიას მათზე :
1) Open Diary

შექმნა 1998 წელს ბრიუს აბლესონმა (Bruce Ableson). ეს სისტემა იყო პირველი ბლოგ პლათფრომა.მან შეკრიბა და გააერთიანა თავისუფალი ჟურნალისტები (ბლოგერები).მათ შეეძლოთ ერთმანეთის სტატიების წაკითხვა, შეფასება და დაკომენტარება. საიტზე 5 მილიონი ბლოგ-წიგნაკია გახსნილი, მათგან ნახევარი მილიონი ახლაც აქტიურად გამოიყენება.
2) Live Journal

პროექტი შეიქმნა 1999 წლის აპრილში. მისი ავტორია ბრედ ფიტზპატრიკი (Brad Fitzpatrick). ერთ-ერთი უფასო ბლოგ პლატფორმა. მისი მოხმარება რამოდენიმე წელი არ იყო დაშვებული ფართო მასისთვის,ახლა მისი გამოყენება ყველას შეუძლია. შეიძლება ითქვას,რომ ეს სისტემა FaceBook-ის წინამორბედია.მისი ავტორი საიტს მეგობრებთან საკონტაქტოდ იყენებდა.
3) Xanga

MySpace-ს ანალოგი. შეიქმნა 1999 წელს,როგორც სოციალური სისტემა. ერთი წლის შემდეგ Xanga-ს დაემატა ბლოგინგ შესაძლებლობები. პლატფორმა მომხმარებელს სთავაზობს ფუნქციას eProps,იმისათვის რომ აღნიშნონ პოსტის მოწონება (FaceBook-ის Likeit-ის მსგავსად). საიტს 40 მილიონი მომხმარებელი ყავს.
4) Blogger

სისტემა შექმნა სან ფრანცისკო (San Francisco) კომპანიამ 1999 წელს. საიტი 2003 წელს გუგლმა შეიძინა და განაახლა მისი პლატფორმა (ჩაამატა Picasa,Hello).
5) Dead Journal

Dead Journal არის Live Journal-ის სისტემაზე აგებული.ის განსხავადება თავისი მუქი თემით. საიტი შეიქმნა 2001 წელს, ფრანკ პრეცისის (Frank Precissi) მიერ. საიტი განკუთვნილია ემოებისთვის,გოთებისთვის. აქ მათ შეუძლიათ დაწერონ თავიანთ თავზე, გამოხატონ საკუთარი აზრები. საიტს 500,000 მომხმარებელი ყავს.
6) TypePad

შეიქმნა 2003 წელს. მისი ავტორი Live Journal-ის მყიდველია. TypePad სრულიად ემორჩიელბა მომხმარებელს. მას აქვს 2 დიზაინი და API-ის მხარდაჭერა. სამწუხაროდ TypePad ფასიანია,მაგრამ თქვენ ღებულობთ საკუთარ .com დომეინს.
7) WordPress

WP ყველაზე პერსპექტიული და პოპულარული ბლოგ სისტემა,მზარდი მომხმარებლებით. მუშაობს PHP-სა და MySQL-ზე. აქვს GPL ლიცენზია. სისტემა შექმნეს მეტ მულენვეგმა (Matt Mullenweg) და მაიკ ლიტტლემ (Mike Little) მაიკლ ვალდრიგის (Michel Valdrighi) ბლოგისათვის. დღეისათვის ამ პლატფორმას 54,283 მილიონი პოპულარული ბლოგ საიტი იყენებს.

MySpace შეიქმნა 2003 წელს.მისი ავტორები : ბრედ გრენსპანი (Brad Greenspan), კრის დევოლფე (Chris DeWolfe) და ტომ ანდერსონი (Tom Anderson).სოციალური ქსელის სახის საიტმა პოპულარობა იოლად მოიპოვა,ახლა საიტზე 225,747,687-ზე მეტი ბლოგია შექმნილი. MySpace-ს გააჩნია მარტივი ბლოგინგ ფუნქციები.
9) Tumblr

ავტორია ვუნდერკინდი დავიდ კარპი (David Karp). დაარსდა 2007 წელს. საიტზე შესაძლებელია ვიდეო და ფოტო მასალის განთავსებაც, სტატიებთან ერთად. ის მარტივი გამოსაყენებელია და მასში, უკვე 6 მილიონ ბლოგზე მეტია გამოქვეყნებული. The New York Times-მა მას მომავლის FaceBook უწოდა.








რამდენი ვიშრომე.. დავიჯერო არავის დაგაინტერესათ ?!
საინტერესო მიმოხილვაა!დიდი მადლობა!
კარგი პოსტია ძალიან.
Dead Journal-მა დამაინტერესა, მაგრამ დარეგისტრირება ფასიანია ხო? ადმინი წუწუნებს, ეს საიტი გარკვეული თანხა მიჯდებაო
მე კი ვუნდერკინდი დავიდ კარპის მიერ შექმნილმა Tumblr-მა დამაინტერესა, და მაინც, ამ 9 პოპულარული ბლოგ პლატფორმიდამ თქვენ რომელს ანიჭებთ უპირატესობას? მე ეხლა ვაპირებ ბლოგის შექმნას და ამიტომ მაინტერესებს.
ვორდპრესს