გუგლი ასკანერებს და აერთიანებს მსგავს პოსტებსა და საიტებს. სათაურები მარტივი ალგორითმით ირჩევა : თუ საიტი ხშირად განახლებადია მაშინ მას უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ანუ ამ ბლოგის პოსტი უფრო ღირებული იქნება და მეტ მომხმარებელს მოიზიდავს.
გუგლის სიახლეების რედაქტირებაში მონაწილეობას ადამიანი არ იღებს. მას გააჩნია კატეგორიები : World, Nation, Business, Sci/Tech, Sports, Entertainment, Health და Most Popular.
- გუგლის სიახლეები არ ღებულობს მხოლოდ ერთ პოსტს ან RSS განახლებას.
- დაამატეთ ბლოგ მისამართი – თქვენ უნდა უპასუხოთ რამოდენიმე კითხვას, თქვენი ბლოგის შესახებ. შემდეგ გუგლის ბოტი გადაამოწმებს თქვენს ბლოგსა და დახასიათებას შეადარებს. თუ დააკმაყოფილა შედეგმა გამოაქვეყნებს და თქვენ მეილით შეგატყობინებთ ამის შესახებ.
- გუგლის სიახლეების დახმარება, დაეხმარება ბლოგერს მეტი ინფორმაციის გაგებაში.
იაჰუც მილიონობით მომხმარებელს ღებულობს ყოველ დღე. მისი კატალოგის სტრუქტურაც გუგლის ანალოგია.
- შეავსე იაჰუ სიახლეების ფორმა, უპასუხე შეკითხვებს და დაახასიათე შენი ბლოგი.ის ესტუმრება თქვენს ბლოგს და შეაფასებს მას. თუ მოეწონა მეილით გაგაგებინებთ.
როგორ გავხადოთ ბლოგი მოსაწონი
კონკურენცია მაღალია,ყველას სურს საკუთარი ნაშრომის ამ კატალოგებში გამოქვეყნება და სწრაფად პოპულარობის მოპოვება. უმეტესი ბლოგები ამ კატალოგების მიერ დაწუნებულია. არსებობს რამოდენიმე ნიუანსი რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ბლოგის შექმნისას/დაწერისას.
- ორიგინალი კონტენტი – ყოველთვის უფრო მოსაწონია. შენი კონტენტი (ბლოგი) სეო მეგობრული უნდა იყოს. არ უნდა იყოს დაკოპირებული მასალა და უაზრო ქეივორდები!
- ერთზე მეტი ავტორი/ბლოგერი – ერთი ბლოგერი ამ საქმეს ვერ გაუმკლავდება. საჭიროა ბლოგერთა მცირე ჯგუფი მაინც (3-4 ბლოგერი).
- პასუხის დრო – სერვერის პასუხის დრო (როდესაც ბოტი შემოდის და ასკანერებს შენს გვერდს. ბოტი ინდექსაციას აჩქარებს და იოლად ხელმისაწვდომს ხდის თქვენს ბლოგს ფართო მასისთვის).
თუ გუგლის საიხლეების კატალოგი მიიღებს თქვენს გვერდს, ბლოგზე აუცილებლად დაგჭირდებათ საიტის რუკა.







კაი პოსტია მომეწონა
ხშირად დადე პოსტები wordpress-ის შესახებ
No Problem
მადლობა ავტორო თემისათვის.ვორდპრესის მომხმარებელი ვარ მგონი “ორიგინალი კონტენტის”ვაკმაყოფილებ
მაგრამ პრობლემა მაქვს.ჩემს ბლოგზე სხვა ვერ რეგისტრირდება.როგორც ამიხსნეს სურათები მანახეს საიდანაც რაღაც უნდა გამომეცვალა ვორდპრესის ფურცლებზე მაგრამ პრობლემა რაშია.როცა გადავედი აღნიშნულ გვერდზე მსგავსი რამ საერთოდ არ იყო.აქაც ფეისბუქის მსგავსი რამ ხომ არ ხდება რეგისტრაციის დროს?როცა საშუალება გეძლევა დაარეგისტრირო გვერდი მხოლოდ კორპორაციულად ან და კიდე მეგობრების დამატების ფუნქციით.მაინტერესებს მსგავსი,რამ ხდება ვორდპრესზეც?
Wp-ზე რეგისტრაცია ჩვეულებრივად ხდება.
ჩემს საიტზე რეგისტრაციის ფორმა არ არის :შ ჩემი მეგობარი დარეგისტრირდა წორპრესსზე მაგრამ ჩემ ბლოგზე ვერ დებს სიახლეებს :შ დამეხმარეტ !
სამწუხაროდ wordpress.com-ის მომხმარებელი არ ვარ და ვერ დაგეხმარები.. მაგრამ გირჩევ რომ რამე ჰოსტინგზე შექმნა შენი ბლოგი.
რეზი, ადმინ პანელიდან იუზერების განყოფილებაში დაარეგისტრირე ვინც გსურს, მიუთითე მისი მოქმედი იმეილი და პაროლი მიუვა იმეილზე.. მიეცი ავტორის სტატუსი, ან რაც გსურს და შემდეგ შეძლებს წერას…
ჩემს ბლოგს ერთი უცნაურობა ახასიათებს, ინგლისური ფრაზა რომ დააკოპირო ჩემი ბლოგიდან გუგლში შედეგებში ვერაფერს ვიპოვი, მაშინ როდესაც ქართულთან პრობლემა არ აქვს ))
კარგი საიტია, დახვეწილი..
კარგია
გმადლობ შეფასებისთვის
მემილიონეჯერ ვკითხულობ ამ პოსტს და მემილიონეჯერ ვერ ვგებულობ.
მგონი ჩემი ტვინი ამისთვის მზად არ არის თუ უყურადღებოდ ვკითხულობ ?
აი რეზისნაირი პრობლემა მქონდა და გავიგე ყველაფერი.უკვე გავუგზავნე ჩემს მეგობარს მოწვევა ავტორობაზე.მადლობა ადმინისტრატორო