ბლოგის ვიზუალურ მხარეს აქვს დიდი მნიშვნელობა. ამიტომ თუ თქვენი ბლოგი იქნება ვიზუალურად მიმზიდველი და თექნიკურად გამართული, მარტო ეს იქნება პირველი მიზეზი მკითხველების მოსაზიდად.
Blogspot-ის თემების მოძიება კი ყველაზე ადვილია. ამისთვის საკმარისია Google-ში ჩაწეროთ Blogger Templates და იხილოთ უამრავი საიტი ყველანაირი თემით.
თუ თქვენ მონახეთ თქვენთვის სასურველი დიზაინი და გსურთ მისი გამოყენება მიყევით ამ ტუტორიალს:
- შედიხართ თქვენი ბლოგის მთავარ გვერდზე
Dashboard > Design > Edit HTML
Download Full Template : როდესაც ბლოგზე აპირებთ რაიმე ცვლილების შეტანას, უმჯობესია გადმოიწეროთ თქვენი Template-ი, რადგან შეცდომის შემთხვევაში თქვენ შესძლებთ მის აღდგენას.
- ბოლო ნაბიჯი Template-ის ასატვირთათ
Upload a template from a file on your hard drive – აირჩევთ სად მდებარეობს თქვენი Template-ი და შემდგომ ატვირთავთ მას ღილაკით Upload.
ეს არის საკმარისი თქვენი Template-ის გასანახლებლად.
Dashboard >> Design და Monetize სრული განმარტება:
- Design
Page Elements:
ეს არის ყველაზე მთავარი განყოფილება ბლოგის სამართავად. რადგან აქიდან ხდება ყველანაირი გაჯეტის დამატება თქვენ sidebar-ში და არა მარტო. თუ თქვენ რამდენიმეჯერ შეცვლით თემებს ბლოგზე – შეამჩნევთ, რომ იმდენჯერვე შეიცვლება Page Elements-ის გვერდი, რადგან ეს არის დამოკიდებული იმაზე თუ როგორ არის განლაგებული თქვენი Template-ი.
Edit HTML:
უკვე განვიხილეთ, როგორც თქვენი Template-ის შესაცვლელი განყოფილება, მაგრამ გარდა ამისა, როდესაც თქვენ დაგჭირდებთა დაამატოთ ისეთი ელემენტები, რაც თქვენ Template-ს არ აქვს, დაგჭირდებათ HTML-ს შეცვლა და აქიდან იქნება ამის გაკეთება შესაძლებელი.
Template Designer:
ეს ფუნქცია blogger-ს დაემატა ცოტა ხნის წინ, ადრე იმ ყველაფრის გაკეთება, რაც კეთდება მაგ განყოფილებაში, იყო შესალებელი სხვანაირად. ეხლა ბევრად უფრო გამარტივებული და მოსახერხებელია. როდესაც შეხვალთ Template Designer-ში იხილავთ რამოდენიმე ჩამონათვალს მარცხენა, ზედა კუთხეში:
Templates – bloggerის შემოთავაზებული თემები, რომლებზეც დაჭერით იხილავთ მათ ვიზუალურად,
რადგან თქვენი ბლოგი არის წარმოდგენილი დაბლითა მხარეს. და შეგიძლიათ გააკეთოთ რამოდენიმე ვარიანტი, ისე რომ თქვენი ბლოგის დიზაინი არ შეიცვლება, მაგრამ იქნება შესაძლებელი ამ ვარიანტების დათვალიერება.
Background – შეგიძლიათ თქვენი ფონის შეცვლა, მაგრამ ეს არის შესაძლებელი მხოლოდ კლასიკური თემებისთვის.
Layout – შეგიძლიათ გაჯეტების გადაადგილება და ახლების დამატება, მაგრამ ესეც შესაძლებელია მხოლოდ კლასიკური თემებისთვის.
Advanced - აქ კი შეგიძლიათ ფერების შეცვლა, როგორც პოსტის ტექსტის, ასევე სათაურის და sidebar-ის.
თუ თქვენ მოგეწონათ თქვენი შექმნილი ვარიანტი და გსურთ მისი გამოყენება, ამისთვის უნდა დააჭიროთ APPLY TO BLOG-ს, რომელიც მდებარეობს მარჯვენა, ზედა კუთხეში.
- Monetize
ეს განყოფილება არის განკუთვნილი AdSense-ის დასამატებლად.
AdSense-ის დამატებით თქვენ ბლოგზე გაჩნდება ჩანართი, სადაც იქნება წარმოდგენილი რეკლამა, ამ რეკლამაზე გადასული ადამიანების კლიკები კი თქვენ მოგიტანთ შემოსავალს.
Set Up AdSense – შეგიძლიათ აირჩიოთ სარეკლამო განყოფილების ადგილი და არის წარმოდგენილი რამოდენიმე ვარიანტი.
AdSense For Feeds – ეს არის AdSense-სი თქვენი feed-ისთვის და მისი პარამეტრები.
Amazon Associates – თუ თქვენ ხართ ამაზონის მომხმარებელი, შეგიძლიათ განათავსოთ ბლოგზე მათი რეკლამაც.
მაგრამ AdSense-ზე, Amazon-ზე და სხვა სარეკლამო საშუალებებზე თქვენი ბლოგის შემოსავლისთვის ვისაუბრებთ მომავალში, იმ პოსტებში რომლებიც შეეხება რეკლამას.
ეხლა უკვე შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ, გაალამაზოთ და თექნიკურად გამართოთ თქვენი ბლოგი Blogspot-ზე, მაგრამ ამის გარდა არსებობს უამრავი საშუალება ბლოგის გასანთვითარებლად, ამაზე კი მომდევნო პოსტებში ვისაუბრებთ.









გუთ! (Y)
მაგ სეკურიტი სისტემით მხოლოდ ნერვებს მიშლი, თვარა მოპარვას წინ რა დოუდგება.
კარგია, რომ მცირედი ჩავარდნის შემდეგ ცოტა გამოცოცხლდა აქაურობა.