დღეს ვისაუბრებთ BLOGGER-ისა და WORDPRESS-ის შესახებ.
რომელი მათგანი უფრო მოსახერხებელია?
მოდით შევადაროთ ისინი ერთმანეთს და გავიგოთ რომელს რა უპირატესობა გააჩნია.
დავიწყოთ იმით, რომ დამწყები ბლოგერების უმრავლესობა თავის პირველ ნაბიჯებს Blogspot-ზე, ანუ იგივე Blogger-ზე დგამს. ამას თავისი მიზეზები გააჩნია.
1. ბუნებრივია, როცა ვინმეს ბლოგის გაკეთება სურს და მან არ იცის ბლოგინგის სხვადასხვა პლატფორმების არსებობის შესახებ, ის Google-ის საძიებო სისტემას მიმართავს. Blogspot-ი (Blogger-ი) Google-ის პროდუქტია და რა თქმა უნდა, საძიებო სისტემა პირველ ადგილზე სწორედ მას “ამოაგდებს”. დამწყებ ბლოგერსაც მეტი რა უნდა? რატომ უნდა აიტკივოს თავი ზედმეტი “ძრომიალით” ინტერნეტში?
სწორედ ამიტომ, იგი ირჩევს Blogspot-ს.
2. Blogspot-ის არჩევის შემდეგ, პირველ ხანებში, მას სრულიადაც არ უჩნდება სურვილი სხვა პლატფორმაზე გადავიდეს, რადგან Blogspot-ი ძალიან მარტივი და მოსახერხებელია. დამწყები ბლოგერებისთვის Wordpress-ი შეიძლება ზედმეტი თავის ტკივილი აღმოჩნდეს, რადგან იგი უზრუნველყოფილია უამრავი ”Widget”-ით და “Plugin”-ით.
ეს არის ის ორი მთავარი მიზეზი, რის გამოც დამწყები ბლოგერები ირჩევენ Blogspot-ს.
თუმცა ამას აკეთებენ გაუცნობიერებლად, რადგან პირველი, რასაც ისინი ძებნის შედეგად პოულობენ – არის Blogspot-ი.
მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ, როცა ისინი დაიხვეწებიან და მთლიანად შეისწავლიან Blogspot-ს, მეტის სურვილი უჩნდებათ. ბევრისთვის Blogspot-ი ერთგვარ უკმარისობის გრძნობას აჩენს და აქვე ჩნდება კითხვა: რატომ Blogspot-ი თუ აქვეა Wordpress-ი, რომელსაც უამრავი შესაძლებლობა გააჩნია Blogspot-თან შედარებით?
მაგრამ ბევრი მათგანი ისევ Blogspot-ზე დარჩენას ამჯობინებს, რადგან ძველი პოსტების და ნაშრომის დაკარგვის ეშინიათ. ის კი არ იციან მათ, რომ უმარტივესია Blogspot-დან Wordpress-ზე პოსტების და საერთოდ ყველაფრის გადატანა (ამას შემდგომში ცალკე პოსტი მიეძღვნება).
თუმცა არც თუ ისე ცოტაა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც WordPress-იც გამოცადეს და სხვა დანარჩენი ბლოგინგ-პლატფორმებიც, მაგრამ კვლავ Blogspot-ს დაუბრუნდნენ. ეს ძირითადად იმიტომ ხდება, რომ მათ უბრალოდ არ სჭირდებათ ის უპირატესობები, რომლებიც WordPress-ს გააჩნია და რაციონალურად თუ ვიმსჯელებთ, რატომ უნდა ვისარგებლოთ WordPress-ის შედარებით უფრო რთული სერვისით, როცა უმარტივესი Blogspot-ი არსებობს?
კიდევ ერთი რამ, რაც უნდა გავითვალისწინოთ Blogspot-ისა და Wordpress-ის არჩევისას.
Blogspot-ი არის Google-ის პროდუქტი. შესაბამისად, ბლოგერი რასაც წერს – ეს არის Google-ის საკუთრება და გასათვალისწინებელია ის, რომ Google-ს როცა უნდა, გაფრთხილების გარეშე, შეუძლია გააუქმოს შენი ექაუნთი და ბლოგი, თუ არ მოეწონა მისი კონტენტი, ანუ შინაარსი. WordPress-ი კი არ ზღუდავს ბლოგერებს და მათ შეუძლიან წერონ ის, რაც მათ სურთ.
ეს ყველაფერი ხდება არა blogger.com-ზე და wordpress.com-ზე, არამედ საკუთარ დომეინზე. თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ Blogger-ის და Wordpress-ის პლატფორმები საკუთარ დომეინზე, მაგრამ გახსოვდეთ, რომ Blogger-ი Google-ის საკუთრებაა და მაინც ფლობს თქვენს მონაცემთა ბაზას ! Wordpress-ზე კი რაც გინდათ ის ქენით.
რაც შეეხება საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას და ტრაფიკის მოზიდვას, აქ ერთი უპირატესობა აქვს Wordpress-ს. მას გააჩნია დამატებითი პაკეტები საძიებო სისტემების გაუმჯობესებისა (Light SEO; All in one SEO PACK და ა.შ.), რომლებიც დაგეხმარებათ ადვილად მოსაძებნი გახდეს თქვენი ბლოგი და მოიზიდოთ მეტი მომხმარებელი. მოკლედ, Wordpress-ს აქვს ეს უპირატესობა, მაგრამ Blogger-ითაც მშვენივრად მიაღწევთ წარმატებას.
საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაზე, ანუ Search Engine Optimization-ზე მოგვიანებით ცალკე ვისაუბრებთ და გავაანალიზებთ მის მნიშვნელობას წარმატების მიღწევაში.
კიდევ ერთი რამ, რასაც ფულის გამომუშავების მსურველები აქცევენ დიდ ყურადღებას, ეს არის Google Adsense (ამაზეც ცალკე ვისაუბრებთ დაწვრილებით). როგორც უკვე აღვნიშნეთ, Blogspot-ი Google-ის პროდუქტია და შესაბამისად Google Adsense-ის გამოყენება ბევრად უფრო მარტივია Blogspot-ის პლატფორმის ბლოგებზე. თქვენ არ დაგჭირდებათ ზედმეტი წვალება, Blogspot-ს გააჩნია ფუნქცია და ერთი კლიკით თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ Google Adsense-ში, განათავსოთ რეკლამები თქვენს ბლოგზე და კლიკებში მიიღოთ ანაზღაურება.
(PPC -Pay Per Click - ამაზეც ვისაუბრებთ ცალკე…)
ქართულენოვანი ბლოგი ვერ ჩაერთვება Google Adsense-ში. სამწუხაროდ, ამას თავისი მიზეზები აქვს. ამაზე მოგვიანებით. სჯობს თემას არ გადავუხვიოთ.
ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ, დეტალურად შევადაროთ WordPress-ი და Blogger-ი.
თემები და მათში ცვლილების შეტანა:
Blogger: თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თემის ფერები, სტილი და ა.შ.
WordPress: თემების (ტემპლეიტების) სტილის ან ფერის შეცვლა შეუძლებელია, თუ პრემიუმ ექაუნთი არ გექნა. თუმცა ვოდპრესის ზოგ თემას შეგიძლია ცალკეული ელემენტები შეუცვალო. მაგ: Header, Footer და სხვ.
ბლოგის იმპორტი:
Blogger: ბლოგის იმპორტი (ანუ პოსტებისა და მთელი კონკენტის გადატანა) შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ Blogger-ის სხვა ბლოგიდან.
WordPress: იმპორტი შესაძლებელია Blogger-იდან, Type·Pad-იდან, Live·Journal-იდან, და რა თქმა უნდა, სხვა Wordpress ბლოგიდან.
სურათების ტევადობა:
Blogger: 1GB, მაგრამ შესაძლებელია Picasa Web Albums-ის გამოყენება.
WordPress: 3 GB, ფასიანი განახლებით მეტიც შეიძლება. ასევე შესაძლებელია .ppt, .doc, .odt და .pdf ფორმატის ფაილების ატვირთვა.
კატეგორიები:
Blogger: კატეგორიები არ აქვს. აქვს Labels.
WordPress: აქვს კატეგორიები.
იმელით დაპოსტვა:
Blogger: შესაძლებელია.
WordPress: შესაძლებელია.
გუნდური ბლოგები:
Blogger: ადმინისტრატორები და არაადმინისტრატორები.
WordPress: ადმინისტრატორები, რედაქტორები, ავტორები და კონტრიბუტორები.
კომენტარები:
Blogger: აქვს მოდერაციის შესაძლებლობა, მაგრამ არ შეუძლია კომენტარის შეცვლა (Comment edit).
WordPress: მოდერაციის შესაძლებლობა, კომენტარების შეცვლა (ჩასწორება) და Akismet, სპამებისგან დაცვის შესაძლებლობა.
ახლა რაც შეეხება Blogger-ის და WordPress-ის ძირითად Widget-ებს (ისე მათი ჩამოთვლა ძალიან გაგვიჭირდება):
Blogger Widgets: Edit pages, Add a Gadget, Followers, Blog List, Subscription Links, Slideshow, Newsreel, Video Bar, List, Link List, Picture [for the sidebar], Text, HTML/JavaScript, AdSense, Feed, Labels, Logo, Profile, Page Header, Blog Archive, Poll. (შეიძლება რამე გამომრჩა)
WordPress Widgets:Akismet | Archives | Authors | Blog Stats | Blog Subscriptions | Box.net file sharing | Calendar | Categories | Category cloud | del.icio.us | Flickr | Gravatar | Image | Links | Meebo | Meta | Pages | Platial MapKit | Recent Comments | Recent Posts | RSS | RSS Links| Search | SocialVibe | Tag Cloud | Text | Top Clicks | Top Posts | Top Rated | Twitter | Vod:Pod Videos და ა.შ.
ეს რა თქმა უნდა ძალიან მცირე ჩამონათვალია Widget-ებისა.
WordPress-ის Widget-ების ბევრად უფრო მოზრდილ ჩამონათვალს შეგიძლიათ აქ გაეცნოთ: WordPress Widgets List.
ასე რომ, ძვირფარო ბლოგერებო, მგონი ამომწურავი ინფორმაცია იყო ამ ორი წამყვანი ბლოგინგ პლატფორმის შესახებ… შეიძლება გამომრჩა სხვადასხვა ნიუანსები, მაგრამ ძირითადი ინფორმაცია ეს არის.
ძალიან დიდი პოსტი გამომივიდა, მაგრამ მინდოდა ყველაფერზე გაკვრით მაინც მესაუბრა. ( ისე დაიმახსოვრეთ, გაწელილი პოსტები არ უყვარს მკითხველს ! )
თავად აირჩიეთ სასურველი პლატფორმა. გისურვებთ წარმატებას !








ერთი პერიოდი ვფიქრობდი წორდპრესზე გადასვლას, მაგრამ გადავიფიქრე, ბლოგსპოტს ძალიან მივეჩვიე და შემიყვარდა კიდეც ^^
ბლოგერზე მინდოდა გადასვლა, მაგრამ სამწუხაროდ ვორდპრესიდან პოსტები არ გადმოქვს
[...] (Blogger-ისა WordPress-ის უპირატესობებზე წინა პოსტში [...]
ჰო, ეგ მინუსი აქვს ბლოგსპოტს..
პოსტის ავტორი, როგორც წესი და ვფიქრობ ჩანაფიქრიც ეგეთი იყო, ცდილობდა ნეიტრალური ყოფილიყო ორივე ჰოსტინგის განხილვისას, მაგრამ როგორც უკვე გითხარით “ცდილობდა”. პოსტის წაკითხვიდან, ირკვევა აშკარა სიმპატია ვორდპრესის მიმართ და მე ვიტყოდი საკმაოდ საფუძვლიანადაც, მაგრამ ერთერთი ამ პოსტის დამკომენტარებლის არ იყოს მეც შემიყვარდა ბლოგგერი და არ ვაპირებ არსად გადასვლას.
საინტერესო ბლოგია!
მართალი ხარ : ) ვცდილობდი, მაგრამ ვორდპრესი აშკარად სჯობს : ) ყოველ შემთხვევაში, მე 100-ჯერ მირჩევნია ; )
ძალიან მიყვარს ვორდპრესი თავიდანმე ვორდპრესზე ვიყავი და ვიქნები კიდეც
wordpress-ის თემები რომელი საიტიდან გადმოვწერო?
გუგლში ჩაწერე და 100000 საიტს ამოგიგდებს : )
ჰო, სჯობს და მირჩევნია სხვადასხვა ცნებებია
მაგრამ, აშკარად, პორდპრესი სჯობს და მირჩევნია კიდეც
დავიბენი
მე კომენტარების სისტემა ვერ მოვაწესრიგე ბლოგერზე..
დიზაინს ვერ ველევი, თორემ 1000 ადამიანისგან მივიღე რჩევა, რომ ვორდპრესზეგადავსულიყავი
ბლოგსპოტის დიზაინს ვერანაიარად ვერ დავაყენებ ვორდპრესზე?
ვერა : )
ბლოგერს შევეჩვიე,თანაც ვფიქრობ რომ გაცილებით მარტივია ვიდრე wordpress-i
“ბევრისთვის Blogspot-ი ერთგვარ უკმარისობის გრძნობას აჩენს და აქვე ჩნდება კითხვა: რატომ Blogspot-ი თუ აქვეა WordPress-ი, რომელსაც უამრავი შესაძლებლობა გააჩნია Blogspot-თან შედარებით?”-ავტორო ეს სიტყვებია თქვენია თუ ვინმე ფსიქოლოგის?როგორი მიხვედრილი ხართ
სწორედ აღნიშნული ციტატით ვიხელმძღვანელე და კმაყოფილი ვარ ვორდპრესის ფურცლებით.ბლოგსპოტი უფრო სათამაშო და სასწავლია.მინდა გავაუქმო ბლოგსპოტი.და როგორ გავაკეთო ეს?ეგებ დამეხმაროთ
ბლოგსპოტზე გინდა ბლოგის წაშლა?
შედი ექაუნთში, მერე Settings -> Basics და იქ იქნება სამი ვარიანტი: Import Blog, Export blog, Delete blog… ჰოდა, ამ უკანასკნელით წაშლი ბლოგს
ძალიან მაგარი პოსტია და საერთოდ ბლოგი! გაიხარე!