Home » Blogspot / ბლოგსპოტი » ბლოგერის საიდუმლო იარაღი ვორდპრესის წინააღმდეგ: Google Apps

ბლოგერის საიდუმლო იარაღი ვორდპრესის წინააღმდეგ: Google Apps

როგორც ცნობილია, გუგლის ეფლიქეიშენებს დღესდღეობით, მსოფლიოში 30 მილიონამდე ადამიანი მოიხმარს. ბოლო დროის განმავლობაში შეიმჩნევა ამ რიცხვის უფრო და უფრო ზრდა. ამას ემატება ისიც, გუგლმა ეფლიქეიშენების რაოდენობა 10-ჯერ გაზარდა, რაც თავისთავად Google Apps-ის მომხმარებელთა რიცხვს კიდევ უფრო გაზრდის.

ქვემოთ მოცემულ ვიდეოში დაწვრილებით რა სერვისს სთავაზობს გუგლი, Google Apps-ის მომხმარებლებს:

ბლოგერის” უპირატესობაც ვორდპრესთან შედარებით, სწორედ აქ ჩანს. იმის შანსი, რომ Google Apps-ის მომხმარებელმა სხვა ბლოგინგ პლატფორმა აირჩიოს, ნაკლებია, რადგან ბლოგერი შეიძლება გუგლის შვილობილ პროდუქტადაც ჩაითვალოს.

ამას ემატება ისიც, რომ WP.com -ისგან განსხვავებით custom domain-ის, ვიდეო ჰოსტინგის  ( Blogger Video Player Vs. VideoPress ) ხარჯები ეხსნებათ “ბლოგერის” მომხმარებლებს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, “ბლოგერს” აქვს ეს უპირატესობა, რაც მას ეხმარება ბაზარზე ჰქონდეს ერთ-ერთი მოწინევე ადგილი დამკვიდრებული.

პ.ს. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, უამრავი WordPress-ის მომხმარებელი იყენებს Google Apps-ს, რაც ირიბად, მაგრამ მაინც უბიძგებს მათ Blogger-ისკენ.


8 Responses

  1. Gigoli says:

    ყოველთვის მერჩივნა ბლოგერი ვორდპრესს, განსაკუთრებით ამ ბოლოს, როდესაც სიახლეები აშკარა და შესამჩნევი გახდა.

  2. კარგია :) სპასიბა ინფოებისთვის ;)

  3. gtkesh says:

    ხატია, არაფრის : ))

  4. tamaRa says:

    “ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, უამრავი WordPress-ის მომხმარებელი იყენებს Google Apps-ს, რაც ირიბად, მაგრამ მაინც უბიძგებს მათ Blogger-ისკენ.”
    ეს ნიშნისმოგება რაღაა, კარგით, რა :)
    ჯერ ეს მიჭიჭინება რა უბედურებაა ბლოგერზე ან ვორდპრესზე, ნოკიასა და სონი-ერიქსონის არ იყოს ან ბეემვე და მერსედესის ფანების იდიოტური დუელის :) .
    მე ძალიან მიყვარს გუგლი და ყველა მისი პროდუქტი, მაგრამ ვორდპრესს თავისი პლიუსები აქვს, რის გამოც ნამდვილად მირჩევნია ბლოგერს. სატესტო ბლოგი მე ორივეზე მქონდა და ბოლოს ვორდპრესზე დავრჩი.
    ვისაც სად ურჩევნია, იქ არის, ასე არაა? :P

  5. gtkesh says:

    იმაში გეთანხმები, რომ ვისაც სად ურჩევნია იქ არის. აქ უბრალოდ საუბარია ორ კონკურენტ პროდუქტზე და იმაზე, თუ როგორ ცდილობენ ისინი ერთმანეთის “დაჩაგვრას”. ბმვ-მერსედესის ან ნოკია-სონი ერიქსონის დუელი რა შუაშია :) ყველგან არის კონკურენცია და ბაზრის მოთამაშეები ცდილობენ აჯობონ ერთმანეთს. ეს არის და ეს :)
    მე პირადად ვორდპრესი მირჩევნია, უფრო მეტი შესაძლებლობების მქონე მგონია და შესაბამისად მას ვიყენებ :)

    • tamaRa says:

      იმ შუაშია, რომ მუდმივი ქიშპია მხოლოდ კომპანიებს შორის კი არა, მათ შორისაც, ვისაც ნოკია ან სონი–ერიქსონი აქვს ან ბეემვე და მერსედესი :) ასევეა ბლოგერსა და ვორდპრესზე მბლოგავების შემთხვევებშიც:):):)
      რაც შეეხება ვორდპრესის უპირატესობებს, აბსოლუტურად გეთანხმები!

  6. gtkesh says:

    ეგ დაპირისპირება სულ იქნება : )

  7. donne says:

    ვორდპრესი ბევრად მარტივია ჩემი აზრით, მაგრამ გუგლის სერპში ბლოგერს უპირატესობა აქვს. არასოდეს გამომიყენებია გუგლის აპლიკაციები, წარმოდგენა არ მაქსვ რა არის…
    საქართველოსთვი, ქართველი მომხმარებლისთვის ალბათ მაინც ვორდპრესი ჯობია.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

© ყველა უფლება დაცულია BLOGGING.GE 2010