Home » ბლოგების/საიტების ანალიზი » საიუბილეო, მე-100 პოსტი

საიუბილეო, მე-100 პოსტი

BLOGGING.GE უკვე 100 პოსტს ითვლის!

მოდით თვალი გადავავლოთ ერთად  BLOGGING.GE -ს ისტორიას, “დაბადებიდან” – დღემდე:

იდეა

სიმართლე გითხრათ, ამ ბლოგის/საიტის გაკეთების იდეა სულ სხვა რამ გახლდათ.  მე (მისი ავტორი და მფლობელი) თავიდან ვფიქრობდი მხოლოდ ერთ რამეზე, რომ http://blogging.ge დომეინი იქნებოდა სამომავლოდ ძალიან მომგებიანი, როდესაც ბლოგინგი და საერთოდ ინტერნეტ-სივრცე დაიხვეწებოდა საქართველოში, ეს დომეინიც “დაფასდებოდა”. ასე რომ, წინასწარ არანაირი ბლოგის გაკეთება არ იყო ჩაფიქრებული.
თუმცა, მე მქონდა საკუთარი, პირადი ბლოგი (რომელიც ახლა აღარ არსებობს) და ვიფიქრე, რომ ასეთი რესურსის გამოუყენებლობა მთლად კარგი არ იქნებოდა.
თავიდან გადავწყვიტე ჩემი ცოდნა სხვისთვისაც გამეზიარებინა, რაშიც საუკეთესო გზა იქნებოდა სწორედ BLOGGING.GE .

პირველი პოსტი

პირველი პოსტი დაიწერა 2010 წლის 6 აპრილს, 20 საათსა და 11 წუთზე.

სტატისტიკა

ძირითადი სტატისტიკა

თავიდან რთული იყო ადგილის დამკვიდრება, თუმცა ნელ-ნელა ბლოგისადმი ინტერესმა და ვიზიტორების რაოდენობამაც იმატა.
მაგალითისთვის განახებთ აგვისტო/ნოემბრის სტატისტიკის შედარებას:

მწვანედ - აგვისტო / ლურჯად - ნოემბერი

როგორც ხედავთ უნიკალური ვიზიტორების რაოდენობამ აგვისტოს შემდეგ 3-4-ჯერ იმატა, რაც ძალიან სასიხარულოა და იმის იმედსაც იძლევა, რომ მომავალში ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

ტრაფიკის წყაროები

საძიებო სისტემები (გუგლი)

ამ დიაგრამაზე ნახავთ აგვისტოსთან შედარებით რამდენი პროცენტითაა გუგლიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილი:

მწვანედ - აგვისტო / ლურჯად - ნოემბერი

რეფერინგ ტრაფიკი

ამ სტატისტიკაში კი იხილავთ, თუ რამდენჯერ გაიზარდა სხვა საიტებიდან გადმოსული ვიზიტორების რაოდენობა აგვისტოსთან შედარებით:

მწვანედ - აგვისტო / ლურჯად - ნოემბერი

პირდაპირი ტრაფიკი

ეს კი დირექტ-ტრაფიკის მონაცემები – აგვისტო/ნოემბერი:

მწვანედ -აგვისტო / ლურჯად - ნოემბერი

მიზანი / შესრულება

ჩვენი მიზანი იყო, არის და იქნება დამწყები და უკვე გამოცდილი ბლოგერების ხელშეწყობა ბლოგების ოპტიმიზაციასა და ტექნიკურად გამართვაში.

ჩვენ მომავალშიც ვაპირებთ აქტიურად გავაგრძელოთ ამ კუთხით საქმიანობა.
მგონი, ამ 100 პოსტს უკვალოდ არ ჩაუვლია. დიდი იმედი მაქვს, რომ სულ მცირედით მაინც შევძელით თქვენი დახმარება.

ბლოგის შეფასება კი თქვენთვის მომინდია:

როგორ შეაფასებდით Blogging.ge-ს საქმიანობას?

View Results

Loading ... Loading ...


10 Responses

  1. Bloggermani says:

    ერთი სიტყვით რომ ვთქვათ–>> შესანიშნავია!!!!

    ძალიან კარგი იდეა იყო ამ ბლოგის შექმნა,მართალია ის ჯერ “მწვერვალზე” არ არის მაგრამ სულ მალე იქნება,საქართველოში განვითარდება ბლოგინგი და ეს ბლოგიც #1 საჭიროება იქნება ქართულენოვანი ბლოგერებისათვის,ასე რომ გისურვებთ მალე მე-1000000-ე პოსტის გამოქვეყნება აღგეღნიშნოთ და ულევი ტრაფიკი გქონოდეთ,ედსენსი და ედსფეი კი თქვენთვის ჩეკების გზავნით დაღლილიყვნეეეენ!((:

  2. gtkesh says:

    გაიხარე, დიდი მადლობა! :)

  3. ნოდო says:

    კარგი საიტია:) მარა რო ვითხოვე კატეგორიები ბლოგერზე როგორ კეთდებათქო არავინ დამეხმარა :P კი დამიწერა ერთმა კეთილმა კაცმა კომენტარებში მარა მოკლედ და ვერ გავიგე :) ასე რომ 99% კაი საიტია :P

  4. მართლაც შესანიშნავია, ესე გაგეგრძელებინოს. მე პირადად ამ ბლოგიდან ბევრი რამის სწავლა მოვახერხე.

  5. წარმატებებს გისურვებთ

  6. okey says:

    ისე ნამდვილად 100 პოსტზე მეტი მეგონა :D

  7. Gigoli says:

    უარყოფითად შევაფასე და ჩემი აზრით სუბიექტურადაც. მიზეზი ალბათ ის იყო, რომ ზოგიერთი სტატია მიკერძოებულია და არაობიექტური. უფრო მეტს ველოდი ვიდრე გაკეთდა. საერთო ჯამში კი ნორმალური საიტია. იმედი მაქვს შემდეგი ასი პოსტი უკეთესი იქნება.

    • gtkesh says:

      გიგოლი, თუ გსურს, დაგვეხმარე რომ შემდეგი 100 პოსტი უკეთესი იყოს, გახდი ჩვენი ავტორი… :)

  8. თორნიკე says:

    ძალიან საინტერესო და სასარგებლო ბლოგია!წარმატებებს გისურვებ!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

© ყველა უფლება დაცულია BLOGGING.GE 2010