გამარჯობა ბლოგოსფერო !
სამწუხაროდ, დღეს ქართულ ბლოგოსფეროს ძალიან უჭირს. თუმცა ბოლო ხანებში მაინც შეიმჩნევა დადებითი ტენდენცია. შედარებით მომრავლდნენ ბლოგები და შესაბამისად ბლოგერებიც. თუმცა ბლოგს სერიოზულად ძალიან ცოტა უყურებს. ფაქტობრივად არ არსებობს თემატური და მაღალპროფესიონალური ბლოგები, რომლებიც კონკრეტული ერთი თემის გარშემო იქნება შექმნილი. თუმცა ქართული ბლოგების ანალიზს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. ახლა კი მინდა Blogging.Ge წარმოგიდგინოთ, რომელიც ხელს შეუწყობს (ყოველ შემთხვევაში ეცდება მაინც) ბლოგინგის პოპულარიზაციას საქართველოში.
Blogging.Ge არის პირველი და ერთადერთი ქართული ბლოგი, სადაც თქვენ შეძლებთ ამომწურავი ინფორმაცია მიიღოთ ბლოგინგის შესახებ.
რატომ უნდა ვისარგებლო Blogging.Ge-თ?
- Blogging.Ge შემოგთავაზებთ სხვადასხვა სახის რჩევებს და ტუტორიალებს.
- Blogging.Ge განკუთვნილია როგორც დამწყები, ისე გამოცდილი ბლოგერებისთვის.
- Blogging.Ge-ზე გაკეთდება ქართული ბლოგების ამომწურავი ანალიზი.
- Blogging.Ge საშუალებას მოგცემთ დახვეწოთ და გააუმჯობესოთ თქვენი ბლოგი, მოიზიდოთ მეტი ვიზიტორი და შეინარჩუნოთ ისინი.
- Blogging.Ge-ზე ქართველი ბლოგერები გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას.
ეს და სხვა მრავალი სასარგებლო რამ Blogging.Ge-ზე ძალიან მალე !







hey
Hey … that’s Too Useful : )
Good Luck :*
მიხარია ასეთი საიტის გაჩენა!
მე ჩემი მხრივ ხშირად დავწერ აქ პოსტებს
ოღონდ ერთი რამ ვერ გავიგე, რა შუაშია – მოტოციკლეტი?
დიზაინს მოუხერხეთ რამე.
აუცილებლად : )
კარგია ასეთი ბლოგი
))
მაგრამ რა ვერ გავიგე იცი? ჩვენი ბლოგი თუ თემატური არაა, მაშინ სერიოზულად არ ვუყურებთ? o.O
არა, ეგ მაგას არ ნიშნავს : )
არც ჩემი ბლოგია თემატური ( yobspace ) მაქვს მხედველობაში, მაგრამ არასერიოზულად ნამდვილად არ ვუყურებ ამ საქმეს : )
თუ ცუდად არ გამიგებ გეტყვი რომ დიზაინი სასტიკად ჩამუქებულია და ბლოგს არ უხდება :შ
ცუდად რატო უნდა გაგიგო… დიზაინი კიდე ბევრჯერ შეიცვლება..
რაღაცნაირი სადა და ღია ფერებში უფრო მოუხდება ასეთ ბლოგს….
თან სიმბლოლურად რამე ლოგო მოუფიქრე ^^
ძალიან კარგი წამოწყებაა. წარმატებები
მივესალმები ამ წამოწყებას!
სო ინტერესტინგ გოოდ ლაკ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
გო ე ჰედ!!!!!!!!!!!!!!!!!
Good Luck – Help Us… გავრითმეეე
))))))
მშვენიერი წამოწყებაა
წავიდა ფავორიტებშიიი
მოგესალმებით!
რამოდენემე კომენტარი:
1)…სერიოზულად ძალიან ცოტა უყურებს- მაგალითად კომპანის HTS http://hts.ge მიერ იყო შექმნილი პროეკტი community.ge რომლის დანიშნულება იყო ბლოგების მიმართულების განვითარება, დღეს დღეეობით community.ge-ზე არის mcp.communty.ge კომპანია მიკროსოფტის სერტიფიცირებული სპეციალისთების კლუბის ბლოგი. dotnet.community.ge მიშა სამთელაძეს ბლოგი .Net-ზე, sandro.community.ge სანდრო გალდავას ბლოგი….
2)…ფაქტობრივად არ არსებობს თემატური და მაღალპროფესიონალური ბლოგები – თემატური ბლოგებს რაც შეეხებათ როგორც უკვე იყო ნახსენები ზემოთ მაგალითისთვის dotnet.community.ge მიშა სამთელაძეს ბლოგი .Net-ზე პროგრამირებაზე, ასევე ჩემი პირადი ბლოგი კონკრეთული მიმარტულების http://postmaster.ge/blog (სამჭუხაორდ რუსულად არის იმის გამო რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ ჯერ არარის განვითარებული ეს მიმართულება (ბლოგების) მასე რომ მაგ თემის ბლოგი იყოს ქართულად)
დარწმუნებული ვარ რომ კიდე უამრავი იქნება ეგეთი მაგალითები.
ანუ უკვე დაწყებულია “ბლოგირების” მიმართულების განვითარება!
იმედია ერთობლივი ძალებით და არსებული ბლოგების მაგალითებზე სხვებსაც გაუჩდება სურვილი ბლოგების შექმნის და მაგის განვითარების!
არმან.
იმედია : )
მიხარია თქვენი დანახვა
ანუ უკვე დაწყებულია “ბლოგირების” მიმართულების განვითარებაო!
ბლოგი ძალიან მომეწონა (ამ ბლოგის კითხვა დავიწყე უკანა ფურცლიდან: http://www.blogging.ge/1832-blog-header/ ) და ბოლომდე მოგყევით.ბევრ საინტერესო და გასათვალისწინებელ რამეს გავეცანი.ეს ბიჭი მგონი ფსიქოლოგია(ავტორს ვგულისხმობ)ბოლომდე თქვენს გვერდით ვარ.აბა თქვენ იცით!
დღესდღეისობით მგონი უკვე ბუმია
რაც გითხარით გთხოვთ გააკეთოთ.დაამატეთ ემაილ გამოწერა თემაზე!
მადლობა მხარდაჭერისთვის : )
იმეილ გამოწერასაც დავამატებთ