Home » სხვა » კონკურსი: გახდი Blogging.ge-ს ავტორი !

კონკურსი: გახდი Blogging.ge-ს ავტორი !

Blogging.ge გთავაზობთ ყველას, გახდეთ ავტორი და მიიღოთ შესაბამისი ანაზღაურება !

ვის შეუძლია გახდეს Blogging.ge -ს ავტორი?

1. ყველას, ვისაც გაეგება ბლოგინგთან, სოციალურ მედიასთან, SEO-სთან დაკავშირებული საკითხები.

2. მსურველს მიეცემა შესაბამისი  User/Pass  და წევრის სტატუსი.

წესები:

1. პოსტი, გამოქვეყნებამდე, აუცილებლად გაივლის მოდერაციას. ადმინისტრატორი თავად გადაწყვეტს გამოაქვეყნოს თუ არა, ესა თუ ის პოსტი.

2. პოსტში არსებული ინფორმაცია უნდა იყოს უნიკალური.

3. პოსტს თან უნდა ჰქონდეს დართული მინიმუმ ერთი, ან რამდენიმე სურათი.

4. Blogging.ge -ზე გამოქვეყნებული ყველა პოსტი გახდება Blogging.ge -ს საკუთრება.

5.ვიდეო-პოსტის შემთხვევაში, ვიდეოში არ უნდა ფიგურირებდეს არანაირი სხვა ვებ-გვერდის მისამართი.

შეფასების კრიტერიუმები:

1. პოსტი რეალურად უნდა ასახავდეს სინამდვილეს, უნდა იყოს ტექნიკურად გამართული, თემატიკიდან გამომდინარე – შესაბამისი მოცულობის.

2. პირველ 3 პოსტში ავტორი არ იღებს ანაღზაურებას. 3 პოსტის შემდეგ გადაწყდება ავტორი მოწონებული იქნება, თუ არა.

3. თუ ავტორი მოწონებული იქნა, მაშინ იგი ყოველ მომდევნო პოსტში მიიღებს მინიმუმ 3 ლარს + დამატებული ბონუსები პოსტის სირთულის, ხარისხის და შესრულების დონის მიხედვით.

4. ყოველ დაგროვილ 20 პოსტზე ავტორი ბონუსის სახით მიიღებს +20 ლარს, ანუ თითო პოსტი მინიმუმ 20X3=60 და +20, ჯამში 80ლარი.
პ.ს. თანხის რაოდენობა შეიძლება მეტიც იყოს, გამომდინარე პოსტების სირთულიდან და ხარისხიდან.

როგორ მივიღებ თანხას:

ანგარიშსწორება მოხდება Emoney-ს მეშვეობით. პოსტის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 2 დღისა მოხდება თანხის გადარიცხვა ავტორის ანგარიშზე.

მსურველები დამიკავშირდით იმეილზე: gtkesh@gmail.com
უნდა მომწეროთ ვინ ხართ, რა გამოცდილება გაქვთ ბლოგინგის, SEO-ს და სოციალური მედიის საკითხებში,რა სახის პოსტების დაწერა შეგიძლიათ.

იჩქრეთ, ადგილები შეზღუდულია !

დამატებითი კითხვები მომწერეთ აქ: gtkesh@gmail.com


16 Responses

  1. Taa says:

    სიამოვნებით გავხდებოდი მეტი დრო რომ მქონდეს

  2. წოწ ბრავო გენიალური შემოთავაზებაა!!

  3. ლიკა ჯგუბურია says:

    ალბათ უკეთესი იქნებოდა დაკონკრეტება: რა ხასიათის პოსტები გაინტერესებთ, რა თემებს უნდა შეეხოს ავტორი პოსტის მოცულობა რამდენ სტრიქონს არ უნდა ღემატებოდეს?

  4. admin says:

    ჩვენ გვაინტერესებს პოსტები დაკავშირებული ბლოგინგთან, უფრო კონკრეტულად, WordPress, Blogspot, Tumblr და სხვადასხვა ბლოგინგ პლატფორმების ტექნიკურ დეტალებთან.

    მაგალითად, როგორ უნდა გავაკეთო Blogspot-ზე ბლოგი, როგორ დავხვეწო ტექნიკურად და ა.შ.

    კარგი იქნება SEO-ს შესახებ სტატიები !

  5. admin says:

    პოსტის მოცულობა განსაზღვრული არ არის. რადგან, არის თემა, რომელზეც ვერც მეტს იტყვი და ვერც ნაკლებს.

    ასე რომ, პოსტი შეფასდება სირთულის და შესრულების ხარისხის მიხედვით.

  6. ნან says:

    შესანიშნავია! ანაზღაურება მგონი ცოტაა, მაგრამ მაინც კარგია. ძალიან მაგარია, რომ ბლოგინგით უკვე შესაძლებელია ფულის შოვნა, თუნდაც ცოტა იყოს. წარმატებები!

  7. admin says:

    დასაწყისისთვის, ჩემი აზრით არ არის ცოტა. 3 ლარი, ეს არის მინიმალური თანხა, რომელსაც 3 სატესტო პოსტის შემდეგ, მიიღებს დაინტერესებული პირი. თან 20 პოსტზე ბონუსად 20 ლარი.

    თუ დაინტერესება იქნება, მომავალში უკეთესი შემოთავაზება გელით…

  8. იდეა მართლაც შესანიშნავია და ანაზღაურება მართლაც მცირე..:)

    წარმატებები. დრო რომ მქონდეს, სულო ცოტა მეტი დრო აუცილებლად დავინტერესდებოდი ამით.
    რატომა არაა დღე-ღამეში 26 საათი?!

  9. მე მაქვს ბლოგერზე საკმაოდ კარგი გამოცდილება, ჩემთანაც დამიწერია რაღაცეები, ვორდპრესზე რაც გადავედი და ვისწავლე პრინციპში იმაზეც შემიძლია, თან ბევრი დრო მაქვს…
    მოკლედ გამოგიგზავნეთ მეილზე :)

  10. დია says:

    საინტერესოა, შეიძლება ორი დღე საფიქრად? შემიძლია ვორდპრესსა და თამბლრ-ზე ვწერო გაუთავებლად, მაგრამ მინიმუმ 25 აგვისტომდე წერას ვერ შევუდგები, ერთი მარტივი მიზეზის გამო, არ ვიქნები ქალაქში და იქ, სადაც ინტერნეტი იქნება.

    და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, რამე ინტენსივობით უნდა ვწეროთ? თუ როცა გაგვიხარდება? გრაფიკი ხომ არ იარსებებს, როდის უნდა წერონ ავტორებმა?

    გმადლობ შემოთავაზებისათვის. :) წარმატებები.

  11. admin says:

    არანაირი შეზღუდვა. წერ მაშინ, როცა გსურს :)
    დიდი სიამოვნებით მიგიღებთ დია :)

  12. Gigoli says:

    ჰა რა ხდება ყაავს ბლოგს თანაავტორები თუ ჯერ არა?

  13. ძალიან მომწონს ეს ბლოგი, შემოთავაზებაც კარგია, მაგრამ სამწუხაროდ, არაკომპეტენტური ვარ :(

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

© ყველა უფლება დაცულია BLOGGING.GE 2010