პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, თუ რატომ არის აუცილებელი Comment Verification-ის გამორთვა.
ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ მკითხველს, რომელიც ბლოგზე წერს საკუთარ კომენტარს და ხედავს, რომ იგი ჯერ უნდა შემოწმდეს, ეკარგება მეორედ დაკომენტირების სურვილი, რაც საერთო ჯამში ბლოგისთვის საზიანოა.
ასე რომ, პატივი ეცით სიტყვის თავისუფლებას !
როგორ უნდა გამოვრთოთ?
შევდივართ Dashboard-ში, შემდეგ Settings-ის განყოფილებაში მოვძებნოთ Discussion.
შევდივართ Discussion განყოფილებაში და უკვე შეგვიძლია ჩვენი სურვილისდა მიხედვით დავაყენოთ პარამეტრები.
კომენტარების “მოცდის” რეჟიმის გამორთვა ხდება მარტივად. “A comment is held for moderation”-ი არ უნდა იყოს მონიშნული.
დანარჩენი კი თქვენზეა. როგორც მოგინდებათ, ისე შეცვლით Discussion პარამეტრებს.








მართალი ხარ ავტორო როცა ამბობ ეკარგება მეორედ დაკომენტირების სურვილიო.მოვხსენი უკვე ეს ცენზურა ჩემ ბლოგს.