GooglePlus-ის გაშვების შემდეგ ალბათ ყველას უჩნდება კითხვა თუ რამდენი იუზერი დარეგისტრირდა ამ მოკლე დროის განმავლობაში. გამოითქვა ვარაუდები, რომ დარეგისტრირებულ ადამიანთა რიცხვი 20 მილიონამდე აღწევს, თუმცა უკვე არსებობს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც იუზერების რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა. ამის შემოწმება თავადაც შეგიძლიათ:

url:plus.google.com/*about
site:plus.google.com
რას ვიგებთ ამით:
url:plus.google.com/*about: ამით ვეძებთ ლინკებს, რომელიც შეიცავს “ჩემ შესახებ” განყოფილებას, რაც იუზერის პროფილის შემადგენელი ნაწილია.
site:plus.google.com: ამით კი ვეძებთ შედეგებს მხოლოდ/თვითონ Google+-ზე.
შემოწმების შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ძიების შედეგები 40 მილიონს აღწევს. რა თქმა უნდა, დინამიური სერჩ ენჯაინები ზუსტ შედეგს ვერ მოგვცემენ, მაგრამ დაახლოებით მაინც შეგვიძლია გავიგოთ არსებული სურათის სახე.
ჩვენ იმასაც ვერ გავიგებთ, ძიების შედეგად ნაპოვნი პროფაილები ნამდვილია თუ არა, მაგრამ 40 მილიონი იუზერიდან 25 რომ მაინც იქნება ნამდვილი, ამას წყალი არ გაუვა.
კითხვები კი კვლავ ჩნდება:
მიაღწევს Google+ 100 მილიონ მომხმარებელს 3 თვეში?
ვნახოთ, დრო ყველაფერს გვაჩვენებს.








მიაღწევს და გადაააჭარბების კიდევაც
ნუთუ დადგა ფეისბუქის აღსასრულის დრო
გასათვალისწინებელი ფაქტორი აქ ის არის რო ეს ყველაფერი მოსაწვევების ხარჯზე ხდება და ღია რო გახდება რეგისტრაცია მერე ნახეთ რა ამბავი დატრიალდება
au kacurad ra erti amixsenit mand rogor unda davregistrirdee