Home » Google / გუგლი » 6 მითი Google Adsense-ის შესახებ

6 მითი Google Adsense-ის შესახებ

დღეს Google-ს Adsense-ს ბევრი პოსტი ეთმობა და თითქმის ყველა ბლოგერი დაინტერესებულია ედსენსიდან შემოსავლის მიღებით მაგრამ დღესდღეობით ბევრი ცრუ ინფორმაცია და მითი არსებობს ედსენსის შესახებ,ბევრი ადამიანი  მხოლოდ იმისთვის იწყებს ბლოგინგს რომ საიტზე გუგლის რეკლამა განათავსოს და ამით გარკვეული შემოსავალი გაუჩნდეს, თუმცა ეს არც ისეთი ადვილია რადგან რეალურად ბლოგების 95%–ს დღეში 100–ზე ნაკლები მნახველი ყავს,მართალია ეს გარკვეულ შემოსავალს მოგიტანთ მაგრამ არც იმდენს რამდენზეც ბლოგინგის დაწყებამდე ფიქრობდით.

მაშ ასე: 6 მითი ადსენსის შესახებ:

#1. “გუგლის ადსენსი გამდიდრების მარტივი სქემაა“ – ეს არის სიცრუე,ძალიან ცოტა თუ შოულობს ბლოგინგით იმდენ ფულს რომ ამით ცხოვრება შეძლოს!ამიტომ ღრმად ჩაიბეჭდეთ თავში რომ მართალია ედსენსით ფულის შოვნა შესაძლებელია,მაგრამ ამას ძალიან დიდი შრომა და დრო დასჭირდება და ეს შემდეგ ფაქტორებზეა დამოკიდებული:რეკლამის ტიპზე,განლაგებაზე,კონტენტის ხარისხზე,სტატიათა რაოდენობაზე,დაპოსტვის სიხშირეზე,SEO-ზე,”ბექლინკებ”–ზე და რა თქმა უნდა სტუმართა რაოდენობაზე!  ეხლა წარმოვიდგინოთ ვითომ საიტზე დღეში 100 ადამიანი შემოდის,ადსენსზე თქვენი მინიმალური შემოსავალი დღეში 0,1 ცენტი იქნება,რადგან საშუალოდ ყოველი ასი შემომსვლელიდან ერთი მაინც  აკლიკებს რეკლამაზე,ამიტომ ამ შემთხვევაში გვერდის CTR-იქნება დაახლოებით 0,20%,თუ მთელი წლის განმავლობაში თქვენს საიტზე ყოველდღიურად 100 ადამიანი შემოვა თქვენი წლიურად გამომუშავებული თანხა ადსენსისგან $36,5 იქნება,თუ რა თქმა უნდა ისეთი იღბლიანი ხართ რომ თქვენს ბლოგზე ყოველდღიურად 1000 ადამიანი შემოდის მაშინ ეს თანხა 365 დოლარამდე გაიზრდება:

100 სტუმარი დღეში = გამომუშავებული თანხა $36.50 წელიწადში

1000 სტუმარი დღეში = გამომუშავებული თანხა $365.00 წელიწადში

5000 სტუმარი დღეში = გამომუშავებული თანხა $1825.00 წელიწადში

10000 სტუმარი დღეში = გამომუშავებული თანხა $3650.00 წელიწადში

ეს ციფრები უფრო ვარაუდი და ოპტიმისტური ხედვაა და დაზუსტებით ვერ გამოვთვლით,შეიძლება შედეგები გაცილებით უარესი ან უკეთესიც იყოს!

#2. “საიტზე რაც მეტ რეკლამას დავდებ მით მეტი იქნება შემოსავალი“– მოსაზრება ცრუა!მართალია ბევრი ახალბედა ბლოგერი ფიქრობს რომ რაც მეტ რეკლამას დადებს საიტზე და მთელს გვერდს გადაჭედავს ამით მეტ კლიკებს მიიღებს და შემოსავალიც ბევრი ექნება მაგრამ არა,სამწუხაროდ ეს ესე არ არის,ხშირ შემთხვევაში მსგავსი საქციელი სტუმარს აღიზიანებს,გადაჭარბებული ლინკები და ბანერები თვალში ცუდათ ხვდება და სარეკლამო ზონას ხშირ შემთხვევაში თვალს არიდებს!

#3. “შეძენილი ტრაფიკი,ახალ–ახალი სტუმრები =  მაღალი შემოსავლის მიღებას ადსენსისგან“ – არა! ნუ დაიჯერებთ რომ თუ ტრაფიკს შეიძენთ და ამით თქვენს ბლოგზე „ერთჯერად“ ვიზიტორებს შეუშვებთ ეს თქვენს შემოსავალს გაზრდის რადგან მსგავსი სტუმრებისგან არ უნდა ელოდეთ რომ ისინი ბლოგის რეკლამებზე დაიწყებენ „კლიკებას“,ჯობია ბლოგის შექმნისას აირჩიოთ ერთი კონკრეტული მიმართულება და შეიძინოთ კონკრეტული მომხმარებელი და მკითხველი რომელიც ყოველდღე თუ არა კვირაში ორჯერ მაინც ეწვევა თქვენს ბლოგს და კვირაში ერთხელ მაინც მიაკლიკებს თქვენს რეკლამაზეJ

#4.   “რეკლამის ფორმატს  არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“–  მცდარია!  300×250 და 250×250 ზომის ბანერები უკეთ ჩანს და მეტ ყურადღებას იქცევს,შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ ეს ასეა,მათ შორის ლინკებიანი რეკლამა უფრო მომგებიანია ვიდრე ბანერები,საუკეთესოა 728×15–ზე ლინკი.

#5. “რეკლამის განლაგების ადგილს დიდი მნიშვნელობა არ აქვს”– რა თქმა უნდა აქვს! მათ შორის საუკეთესო ადგილია ბლოგის დასაწყისი,სხვათა შორის 336×280 ლინკისებური რეკლამა საუკეთესოა მენიუს ან პოსტების ჩამონათვალის დასაწყისში რადგან სტუმარს ხშირ შემთხვევაში ლინკი თვალში ხვდება,კითხულობს და ხშირ შემთხვევაში გადადის ამ ლინკზე რადგან ჰგონია რომ ის ბლოგის ნაწილია…

#6. “ბლოგიდან ფულის გამოსამუშავებლად გუგლის ადსენსი აუცილებელია…” – არა!!!! რატომ მხოლოდ ადსენსი? კიდევ ბევრი ალტერნატივა არსებობს მაგალითად Chitika ან Bidvertiser,Adbrite და ასე შემდეგ… ან შორს რატომ წავიდეთ, Adspay -  ქართული სპონსორია და მისით უკვე საკმაოდ ბევრი ბლოგერი სარგებლობს!

პ.ს. ედსენსის სარგებლობისათვის არ გამოდგება ქართულენოვანი კონტენტი.


21 Responses

  1. dv0rsky says:

    დაახლოებით სწორად გაქვს დათვლილი სტუმრები და დოლარები

  2. okey says:

    ნუ კაი სტატიაა…
    ბევრს რო გონია 1 ღამეში მილიონებს იშოვის ნუ სისულელეა იასნად :D

  3. David says:

    ქივორდს გააჩნია და საიდან შემოვიდა ვიზიტორები იმას ..

    100 დან საშუალოდ 3-4 აკლიკებს ..

    ანუ 100 ვიზიტორზე მინიმუმ 3 დოლარი მაინც უნდა გააკეთოთ თუ ნორმალური ქივორდი გაქვთ. ტრაფიკის მომატებასთან ერთად შემოსავალიც გაიზრდება.

    თან 2 დღეში ერთხელ ერთ სტატიას დაახლოებით 1 საათი ჭირდება. საკმაოდ ნორმალური შემოსავალია დახარჯულ დროსთან შედარებით : )

  4. gijmaj says:

    აქ სადღაც პოსტი იყო, როგორ დავაისტალიროთ ვოდრპრესი. ვერ მიპოვია და სად წავიდა? :)

  5. ბევრ რამეში მართალი ხარ მაგრამ ყველაფერში ვერ დაგეთანხმები იმ ადამიანის ნაწერს გავს ვისაც არ გაუამართლა რარაცეებში, ამ სფეროში ფულის შოვნა საკმაოდ რეალურია, ვიცი ხალხი ვინც მაგ სფეროთი თავსაც ირჩენს….. თუმცა ფაქტია რომ საქმეს თან უნდა გადაყვე, ისე არაფერი იქნება, უნდა მუშაობა მუშაობა და მუშაობა

    • Gigoli says:

      გეთანხმები ნოდარ. თუ არ მოინდომე და თუ არ გადაყევი თან ისე ვინ რას მოგცემს?!
      პოსტის ავტორს უნდა ეთქვა ვისაც ჰგონია რომ გუგლი ფულის ხეა და მიხვალ მოკრიფავ ეგრე არააო, მაგრამ თუ მორწყვა არ დაგეზარება და ჭიის წამალსაც შეასხამ მერე მართლაც ისხამს ფულს, თანაც თუ ევროპულ ან ამერიკულ ხსნარს აპკურებ კიდე უფრო დაიხუნძლება. :)

      • Bloggermani says:

        ძალიან ოცნებებშიც ნუ წახვალთ,ერთი დამენახეთ რომელმა მორწყეთ,ჭიის წამალი შეასხით და მერე ხსნარი რომელმა აპკურეთ თქვენს კონტეტნტს და მერე ედსენსისგან ხელი მოითბეთ? ეგეთი საქართველოში თითზე ჩამოსათვლელია.

        რაც შეეხება პოსტს ეგ იმათ ეხებოდათ ვინც სულელურ საიტებს ხსნიან იმ მიზნით რომ ედსენსმა ან ედსფეიმ ფულით შეუვსოს ჯიბე რაც არარეალურია და ყველაფერს ზედმეტად “ლაითად” ნუ შევხედავთ!

        • Gigoli says:

          რა დარწმუნებული ხარ რომ იმ თითზე ჩამოსათვლელთაგანში არ შევდივარ?! :D
          თითები ნამდვილად არ გეყოფა მასეთი ხალხის ჩამოთვლაში.

          ქვედა აბზაცში გეთანხმები. აქედან კი დასკვნა, რომ კარგად არ იყო განმარტებული შედეგები.

  6. Bloggermani says:

    100%-იანი დარწმუნებული ვარ, შედეგები განმარტებული იყო მიახლოებით და სწორად,ეგ გამოთვლა ჰაერიდან არ მოსულა და მე არ დამსიზმრებია!

    რაც შეეხება “თითების არ ყოფნას” ეგ ამბავი ქართულ კონტენტიან საიტებს არ ეხებათ ასე რომ დროა დანებდე!

    • Gigoli says:

      რა ქართული კონტენტიო, გუგლს “კიდია” ქართული კონტენტი.

      ერთი სიტყვით გუგლის რეკლამით ფულის შოვნა საკმაოდ რეალურია და ბევრი ქართველი ირჩენს თავს ამ საშუალებით, მაგრამ 100_დან 99,9%_ს არ უმართლებს იმიტომ, რომ როგორი ადვილიც ეგონა ისეთი არ აღმოჩნდა. ამ პოსტში კი მიწასთანაა გასწორებული დამატებითი შემოსავლის ეს წყარო, რაც არასწორია(ჩემის ღრმა რწმენით).
      მარტო მონდომება და სურვილი აქ არაა საკმარისი.

      ა ბატონო აწი გნებდები ;)

  7. Bloggermani says:

    მიწასთან არაა გასწორებული,უბრალოდ პესიმისტის კუთხითაა წარმოდგენილი რომ ახალგამომცხვარმა ბლოგერებმა არ იფიქრონ ფულის ხეს მივაგენითო. ამ საქმით რომ ფული იშოვო ზედ უნდა გადაყვე ბლოგს და ისე უნდა უყურო როგორც სამუშაოს და არა როგორც “ჰობის”.

    P.S. მე მაგალითად სულ 5 საიტი ვიცი რომლებიც ედსენსით იღებს შემოსავლებს(4 ნიშნა ციფრები და ზევით),დანარჩენებს აქვთ შემოსავალი მაგრამ არა გუგლისგან!

  8. Bloggermani says:

    ხო,მართალი ხარ, დასკვნა გასაგებია მაგრამ ედსენსისგან გამდიდრებისთვის მაინც ნუ შექმნით ბლოგებს ხალოხნო!

  9. აქ მთავარია რა ნიშა გაქვს და რამდენს გიხდის გოგია ბიძია და შეილება დღეში 10 კლიკიც გეყოს კაცს : ))

  10. შოთA says:

    ზანგურა გეთანხმები. იქნება კლიკის ფასი 200$ მაშინ მეტი შემოსავალი გექნება ასე არაა?

  11. Gიო says:

    მიხარია რომ ქართველები ამ თემაზე ლაპარაკობთ! :)

  12. dushash says:

    ისე არ გეწყინოს ძმაო მაგრამ მემგონი შენთითონ დაწერე 6 მითი ედსენსის თაობაზე და არ მესმის რაში გჭირდება ესეთი დეზინფორმაცია. ჯერ ერთი რომ დღეში 100 ვიზიტი რო გყავს ესეიგი ინტერნეტ მარკეტინგით საერთოდ არ უნდა დაკავდე, მეორესერთიც საიდან თვლი ამ კლიკების ფასს? შეიძლება 0.01 ცენტი ღირდეს შენი ედსენსის კლიკი და შეიძლება 5$, ეს კონკრეტულად იმ ქივორდზეა დამოკიდებული რაზეც საიტის ოპტიმიზაციას აკეთებ, და რაც შეეხება ფულის შოვნას რომ თავი ირჩინო ძალიან მარიტივია თუ შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

    1. იცი ინგლისური კარგად
    2. ხარ მიზანდასახული
    3. მონდომებით მიუდგე საქმეს

    შეიძლება რთული დასაჯერებელი იყოს მაგრამ ამ ყველაფრით თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას.

    ერთადერთი რაშიც ვეთანხმები ამ სტატიის ავტორს არის ის რომ ამ ყველაფერს დრო და შრომა ჭირდება, უბრალოდ ჩემი აზრით შრომით და დროით თვეში 1000$-ი რომ იშოვო და პერსპექტივა გქონდეს გაცილებით მეტის შოვნის ღირს ამ შრომად და 10-ჯერ მეტიც ღირს მე თუ მკითხავ, ვინაიდან ხალხი რეალურად დღე და ღამეს ასწორებს და ხელფასი 400-500 ლარი აქვთ, რაც ედსენსისთვის სასაცილო თანხაა (მას შემდეგ რაც საშუალო დონეზე შეისწავლით ინტერნეტ მარკეტინგს)

  13. dushash says:

    ნუ ეს პირველ საიკთხში დანარჩენებში ყველაფერში გეთანხმები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

© ყველა უფლება დაცულია BLOGGING.GE 2010