კვლევა აჩვენებს, რომ გუგლი დაეწევა ფეისბუკს

Google+-ის ბაზარზე გამოჩენისთანავე დაიწყო ვარაუდების გამოთქმა დაეწევა თუ არა იგი ფეისბუკს და თუ დაეწევა, როდის მოხდება ეს.
გამოკითხული დეველოპერების (2000 ადამიანი ) 66-მა პროცენტმა გამოთქვა ვარაუდი, რომ გუგლის სოციალური ქსელი მალე დაეწევა ფეისბუკს. კითხვაზე რატომ, 68 პროცენტმა უპასუხა, რომ გუგლს ფეისბუკთან შედარებით აქვს უამრავი უპირატესობა:Search, YouTube, Maps და ა.შ. 49 პროცენტის აზრით კი ეს იმიტომ მოხდება, რომ გუგლი მეტად ინოვაციურია თავისი circles, sparks და hangout-ებით.
შეგახსენებთ, რომ გუგლ+-მა სულ რამოდენიმე კვირაში 25 მილიონ იუზერი შეიძინა, რასაც ფეისბუკმა 2 წელი მოანდომა.
დეველოპერების ერთი ნაწილი ამბობს, რომ გ+ რეალურად არ არის სოციალური ქსელი. ის უბრალოდ გუგლის სერვისების ერთ სივრცეში თავმოყრა და ინტეგრაციაა.
ასეა თუ ისეა, ფეისბუკს სერიოზული მეტოქე გამოუჩნდა და ვნახოთ რას იზამს ეს ორი გიგანტი.

არ გახდე პლაგიატი!

სამწუხაროდ, ბლოგინგის განვითარებასთან ერთად უფრო ხშირად ვხვდებით ხოლმე ისეთ ბლოგებს/საიტებს, რომლებიც არა საკუთარი/უნიკალური კონტენტით “ცოცხლობენ”, არამედ მოპარული მასალით. ამასწინად წავაწყდი ერთ ასეთ ქართულ ბლოგს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეიქმნა. მინდა იმ ხალხს, რომელსაც copy-paste-ით, კონტენტის მოპარვით სურს წარმატების მიღწევა – მივცე რამდენიმე გულითადი რჩევა:

პლაგიატი არის იგივე ქურდობა, უბრალოდ არა მატერიალური, არამედ ინტელექტუალური საკუთრების. ასე რომ, მგონი არ ღირს ამ საქმის კეთება. სამწუხაროა, რომ დღეს ინტელექტუალური საკუთრება არ არის დაცული საქართველოში, მაგრამ არ ღირს ამ სიტუაციის ბოროტად გამოყენება და სხვისი ნაშრომის მოპარვა. ამას არანაირი სარგებელი არ მოაქვს არცერთი მხარისთვის და ორივეს ზიანს აყენებს – მას, ვისაც პარავენ და მასაც, ვინც იპარავს. მოპარული, დაკოპირებული კონტენტის გამოყენებით მკითხველის მოტყუება არ არის ადვილი საქმე და ერთი შეხედვით ჩანს ეს კონტენტი უნიკალურია თუ არა. ასე რომ, არ ღირს პრესტიჟის გაფუჭება. თუ ადამიანს სურს იქონიოს ბლოგი/საიტი და მიაღწიოს გარკვეულ წარმატებას, ერთადერთი და საუკეთესო გზა ამისთვის, არის უნიკალური კონტენტის შექმნა. ხალხი ამას ყველაზე მეტად აფასებს. ასე რომ, მეგობრებო, მოდით არ გვინდა პლაგიატი, ნუ მოვპარავთ ერთმანეთს კონტენტს და ვაკეთოთ ჩვენი საქმე ყოველგვარი მსგავსი ქცევის გარეშე.
მოდით მოკლედ ჩამოვაყალიბოთ რა ზიანი მოაქვს კონტენტის დაკოპირებას/პლაგიატს ბლოგისთვის:

1. მკითხველის ნდობის დაკარგვა.
2. პრესტიჟის დაკარგვა.
3. საძიებო სისტემებში დაბალი ადგილი ( ამას კონტენტის კოპირება “უზრუნველყოფს”)
4. დრო მოვა, როცა ინტელექტუალური საკუთრება დაცული იქნება, და სჯობს აქედანვე შევეგუოთ ამას.
5. მეგობრებო, დამიჯერეთ, უბრალოდ არ ღირს : )

დარწმუნებული ვარ ის ხალხი, რომელიც კონტენტის კოპირებას მიმართავდა, ამიერიდან უფრო იოლ და სწორ გზას აირჩევს წარმატების მისაღწევად და ქართულ ინტერნეტ სივრცეში ადგილის დასამკვიდრებლად.

პ.ს. Blogging.ge დაარსების დღიდან უნიკალურ კონტენტს ქმნის, რომელიც ბევრ ადამიანს დაეხმარა/ეხმარება.

წარმატებები ყველას !

5 პლაგინი ბლოგის ასაჩქარებლად

თუ თქვენ გაქვთ ვორდპრეს ბლოგი საკუთარ დომეინზე და იგი ნელა იტვირთება, მაშინ ეს პოსტი თქვენთვისაა.
წარმოგიდგენთ 5 პლაგინს, რომელიც შესამჩნევად ააჩქარებს თქვენი ბლოგის ჩატვირთვის სიჩქარეს:

(more…)

Google Vs Apple

© ყველა უფლება დაცულია BLOGGING.GE 2010