
დღეს ვისაუბრებთ SEO-ს მნიშვნელობაზე ბლოგინგში. წარმოგიდგენთ SEO პირამიდას. როგორც ხედავთ წარმატების მისაღწევად 15 ნაბიჯის გადადგმა მოგიწევთ. მივყვეთ ქვემოდან ზემოთ:
COMMITMENT
თქვენ ან თქვენმა გუნდმა, ვინც ამ საქმეში არის ჩართული, ბოლომდე უნდა მიუძღვნათ თავი ამ საქმეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდ წარმატებას ვერ მიაღწევთ.
PLANNING
დაგეგმეთ თითოეული ნაბიჯი. დაისახეთ მიზნები, პრობლემები და ეძებეთ მათი გადაჭრის გზები.
PRODUCT / SERVICE
მომხმარებელ შესთავაზეთ ხარისხიანი პროდუქტი. თუ უხარისხო პროდუქტი გექნათ, ამას ვერ დამალავთ.
EDUCATION
განათლება და პროფესიონალიზმი ყველაფერში საჭიროა.
PATIENCE
SEO-ს ომპიმიზაცია ხანგრძლივი პროცესია, რომელიც თვეობით და წლობით გრძელდება. ასე რომ დიდი მოთმინება გმართებთ. 1 დღეში წარმატების იმედი ნუ გექნებათ.
DESIGN / USABILITY
თქვენი გამოცდილება უნდა გახადოთ თქვენი მარკეტინგული გეგმის ერთ-ერთ საყრდენ წერტილად.
KEYWORD RESEARCH
თქვენ უნდა ჩაატაროთ გამოკვლევა თუ რა საკვანძო სიტყვებს იყენებს თქვენი (პოტენციური) მომხმარებელი ყველაზე ხშირად, რომელი ქივორდები იქნება თქვენთვის ყველაზე მომგებიანი.
ANALYTICS
ანალიზის გარეშე როგორ გაიგებთ სწორ გზას ადგახართ თუ არა? შეამოწმეთ ვიზიტორების ზრდადობა-კლებადობის ტენდენციები, პოპულარული პოსტები, დროის მონაკვეთები, რომლის დროსაც ყველაზე მეტი მომხმარებლები გყავთ და ა.შ.
TOOLS
სწორ PLUGIN-ებს და TOOL-ებს შეუძლიათ ძალიან დაგეხმარონ წარმატების მიღწევაში და მოგანიჭონ უპირატესობა თქვენს კონკურენტებთან შედარებით.
CRAWLABILITY
იყავით მაქსიმალურად მიღწევადი და ადვილად მოსაძებნი საძიებრო სისტემებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ შეაფასებენ თქვენს გვერდებს, შესაბამისად Page Rank-იც ნაკლები ექნება თქვენს საიტს და თქვენი საიტის თითოეულ გვერდს.
CONTENT
აუცილებელია ორიგინალი კონტენტის ქონა, თუ გინდათ რომ წარმატებას მიაღწიოთ SEO-ში. საინტერესო და ორიგინალი კონტენტი თქვენს მკითხველს და მომხმარებლებსაც სჭირდება.
LINKS
ლინკები აუწყებენ საძიებო სისტემებს თუ როგორი პოპულარულია თქვენი კონტენტი. საჭიროა სწორი და გამართული ლინკ-სტრუქტურის ქონა.
SOCIAL / LOCAL FINDABILITY
ჩაერთეთ თქვენს მომხმარებელთან ერთად სხვადასხვა სოციალურ ქსელებში. თქვენს საიტს ეს ძალიან წაადგება.
REPUTATION MANAGEMENT
ძალიან ბევრს ნიშნავს სხვები რა აზრის არიან თქვენზე და თქვენს საიტზე. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ თქვენი მომხმარებელი მუდმივად კმაყოფილი იყოს.
TRUST
ნდობა, პრესტიჟი – ეს უმთავრესია თქვენს წარმატებაში.






