Home » Wordpress / ვორდპრესი » Short Links – მოკლე ბმულები

Short Links – მოკლე ბმულები

მთელს რიგ შემთხვევებში უზომოდ მოუხერხებელია რომელიმე პოსტის ან თუნდაც გუგლიდან ბმულის სრული ვერსიის გამოყენება მათი გაზიარებისას. კერძოდ, როგორც ესთეტიური, ისე გამოყენებითი თვალსაზრისით, უმჯობესი იქნება, თუ კი გრძელ და უაზრო ბმულებს, რომელიც ძალიან ბევრ %-ისა თუ სხვა სიმბოლოებს შეიცავს, დავამოკლებთ…

ამისათვის, არსებობს საკმაოდ ბევრი საიტი, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია bit.ly .  აღსანისნავია, რომ არსებობს მსგავსი ქართული საიტიც – ბმუ.ლი . ლინკის დასაპატარავებლად საჭიროა ვრცელი ბმულის ჩაკოპირება სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ყუთში და Enter.

როცა შესული ხართ ვორდპრესის სისტემაში, შესაძლებელი ხდება, როგორც საკუთარი, ისე სხვისი ვორდპრესის ბლოგებისა თუ მათი პოსტების მოკლე ლინკის ამოღება გარე საიტების დახმარების გარეშე…

ამისათვის საკმარისია ბლოგ ინფო – ში ავირჩიოთ Get Shortlink და მომენტალურად გამოჩნდება პატარა ყუთი, სადაც ეწერება გვერდის შემოკლებული ბმული (იხ. სურათი 2.).

აღსანიშნავია, რომ Youtube-საც აქვს მსგავსი ფუნქცია. ამისათვის საკმარისია იყოთ დარეგისტრირებულნი, დააკლიკოთ Share -Button – ს, ჩააკლიკეთ Short URL – ს… .

და Voila..


4 Responses

  1. იცი რა მაინტერესებს? აი, ბლოგსპოტის ძრავაზე, პოსტში ლინკს რომ ურთავ, ცალკე ფანჯარად რომ იხსნება, როგორ კეთდება..

  2. gtkesh says:

    მოკლედ, ბლოგსპოტში პოსტს რო წერ, მანდ მგონი არ არის ისეთი ფუნქცია, რომ ახალ გვერდზე გახსნას ლინკი. მაგრამ შეგიძლია ხელოვნურად ჩასვა პოსტში და საკმაოდ წარმატებულადას : )
    აი დააკვირდი განსხვავებას:

    ლინკის სახელი – ამ შემთხვევაში იმავე ფანჯარაში გახსნის ლინკს.

    სლინკის სახელი აქ კიდე ახალ ფანჯარაში.

    ასე რომ, თუ ეგეთი რაღაცის გაკეთება გინდა, მაშინ მეორე მაგალითი დააკოპირე და ლინკის ნაცვლად რაც გსურს ის ჩაწერე და ლინკის სახელის ნაცვლად კიდე დასახელება. :wink:

  3. Agasfer says:

    ეს ძალიან კარგი რამეა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბლოგის ლინკს ფეისბუქი კარგად არ აბამს. შორთლინკი ყოველთვის მიაქვის ))

  4. Sebek says:

    კარგია მარა მაინც არ მიყვარს მაგის გამოყენება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>

© ყველა უფლება დაცულია BLOGGING.GE 2010