გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მალე საქართველოში იგეგმება GTUG-ის თბილისის Chapter-ის მოწყობა. GTUG, ე.წ. “ჯიტაგი” არის გუგლის ტექნოლოგიების/სერვისების/პროდუქტების იუზერებისა და დეველოპერების ქომიუნითი. ლოკალური ჯიტაგ ქომიუნითები შექმინილია დაახლოებით 90 ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში.
ჯიტაგის მთავარი ხიბლი ისაა, რომ:
1. ხელს შეუწყობს გუგლის ტექნოლოგიებითა და მათი დეველოპმენტით დაინტერესებული ადამიანების შეკრებას, გაცნობას, ინტერაქციას, იდეების გაცვლას.
2. ხელს შეუწყობს საქართველოში ანდროიდისა და გუგლის სხვა პროდუქტების დეველოპმენტის პოპულარიზებას.
Tbilisi GTUG-ის მიზანია ძლიერი ქომიუნითის შექმნა, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება უამრავი საინტერესო ივენთი, შეკრება, შეჯიბრება ( მათ შორის ჰაკათონიც).
სიახლეების შესახებ შეიტყობთ Tbilisi GTUG-ის გვერდზე: T B I L I S I GTUG
რას ფიქრობთ ამ პროექტის თაობაზე?








რასაც google შემოგვთავაზებს ყველაფერი კარგია.
ქართულს ფონტებს ეშველება რამე ანდროიდისთვის?