ვთქვათ, თქვენს ბლოგზე პერმანენტულად შემოდის “არაკეთილმოსურნე” ინტერნეტ მომხმარებელი და პოსტავს უხამს, არაკორექტულ კომენტარებს – რა უნდა ვქნათ ამ დროს?
არსებობს ერთი პლაგინი, რომელიც გაძლევთ საშუალებას ბანი დაადოთ თქვენთვის არასასურველ ადამიანებს. ისინი ვეღარ შემოვლენ თქვენს ბლოგზე, შესაბამისად, თავიდან აირიდებთ მათ კომენტარებსაც. ყველაფერი ძალიან მარტივია…
პლაგინი შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან: WP Ban Plugin
დაინსტალირების შემდეგ, ისღა დაგრჩენიათ დაელოდოთ “გაიძვერას”. მის IP მისამართს მისივე დატოვებული კომენტარიდან გაიგებთ, დააკოპირებთ და ჩასვამთ ამ პლაგინის გვერდზე, მინიშნებულ ადგილას და შეინახავთ მონაცემებს.
ეს არის და ეს…







Very interesting article, thanks. Keep up the good work.
ზუსტად ეს მჭირდებოდა,ვაყენებ
ლინკი არ მუშაობს. ვერ ვაყენებ:(
შევასწორებ და გადაწერე…